საზოგადოება
ქრისტიანული პოეზიის პირველი ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“

festiv_123 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქრისტიანული პოეზიის პირველი ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“. ფესტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო ლექსებისთვის პრიზი „წმინდა ნინოს ჯვარი“ გადაეცათ მარიამ წიკლაურს, ბესო ხვედელიძეს, ლია რუსიაშვილსა და გივი ილურიძეს.

ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და პატრიოტიზმისთვის პრიზი „წმინდა ნინოს ჯვარით“ დაჯილდოვდნენ ჭაბუა ამირეჯიბი – ბერი დავითი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თინათინ მღვდლიაშვილი და მამა ილია [ნუგზარ ჩიკვაიძე]. ასევე, გიმართა ფესტივალის რჩეულ ლექსთა კრებულის წარდგენა.

ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ ივნისში ყოველწლიურად გაიმართება.