სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეუთოს გენერალურ მდივან, ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთოს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის"- წერს პრემიერი.