ოპოზიციურ „ქართულ პარტიაში“, რომლის ლიდერიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, უარყვეს ბრალდებები მისი მომხრეების მიერ შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში მონაწილეობის შესახებ. შესაბამისი განცხადებით „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა.
ბრალდებები, რომელთა შესახებაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელდა განცხადება, მან „აბსურდად“ მოიხსენია. რაც შეეხება სამინისტროს მიერ აღნიშნული საქმის ჩარჩოებში გასაჯაროებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს (კერძოდ, ამ ჩანაწერებში რამდენიმე დაკავებულის აღიარებითი ჩვენებებია), კიწმარიშვილმა ისინი „ფალსიფიცირებულად “ მიიჩნია.
„ქართული პარტიის“ წარმომადგენელი იქვე დასძენს, რომ დაკავებულთა შორის მხოლოდ ორია ამ პარტიის წევრი (როგორც ადრე იტყობინებოდნენ, დაკავებული იყო პარტიის აღმოსავლეთ რეგიონის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი). დანარჩენები კი „მეტ-ნაკლებად არიან ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში“.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პოლიციამ 8 კაცი დააკავა, რომელთაც ბრალი ედებოდათ ოქრუაშვილის სახელთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობაში. კიდევ რამდენიმე პირი ძებნაშია.
გამოძიების ვერსიით, ოქრუაშვილი თბილისში ბოლოდროინდელი მიტინგების დროს საქართველოში სამხრეთ ოსეთიდან შემოსვლას გემავდა და მისი თანამზრახველებისა და რუსეთის სამხედროთა მხარდაჭერით, „გორში სპეცრაზმსა და პოლიციაზე თავდასხმას“ აპირებდა.
„ქართული პარტიის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ ამასწინანდელ აქციებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე. ვარაუდობდნენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის წინათ ემიგრირებული ოქრუაშვილი სამშობლოში დაბრუნდებოდა და პირადად მიიღებდა მონაწილეობას მიტინგებში. ქართულ პრესაში ამასთან დაკავშირებით გამოითქვა ვარაუდი, რომ ყოფილი მინისტრი აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მხრიდან ჩუმად შემოვიდოდა (რათა თავიდან აეცილებინა დაპატიმრების საფრთხე, რომელიც დაუსწრებლად შეუფარდეს).
თუმცაღა, შეპირებულ დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე „ქართულ პარტიაში“ აცხადებდნენ, რომ იგი სამშობლოში არ ჩამოვიდოდა. პარტიის ასეთი ნაბიჯი გამოწვეული იყო ბურჯანაძის უკმაყოფილებით, რომელმაც ოქრუაშვილი სიმხდალეში დაადანაშაულა, მისი თანამზრახველები კი – ხელისუფლებასთან „თამაშში აყოლიებაში“.
კიწმარიშვილის ამჟამინდელი მტკიცებით, ოქრუაშვილის გეგმების ცვლილების მიზეზი ბურჯანაძის არაადეკვატური ქცევა იყო. „ჩვენ ვერ შევძელით, მაშინდელი აქციის ხელმძღვანელები დაგვერწმუნებინა, რომ წარმატება შესაძლებლელია მხოლოდ ერთიანი პოზიციის შემთხვევაში და რესურსების გაერთიანების პირობებში“ , – განაცხადა მან. თუმცა, დასძინა, რომ მის პარტია უარს არ ამბობს „სააკაშვილის ჩამოგდების“ გეგმებზე.
მაისში მიმდინარე რადიკალური ოპოზიციის აქციები, რომელთა ხელმძღვანელებიც ხელისუფლების შეცვლისა და „რევოლიციისკენ“ მოუწოდებდნენ, დაშალეს მას შემდეგ, რაც საფრთხე შეექმნა პარლამენტის წინ სამხედრო აღლუმის ჩატარებას. ამასთან, დაკავებულ იქნა ასამდე ადამიანი. ისინი დაადანაშაულეს ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევაში.
შსს-ში წინ წამოსწიეს ვერსიაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ ოფიციალურად ის აღარ განვითარებულა.