აქტუალური
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე უკიდურესად აუცილებელი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია „სააკაშვილის პატიმრობაზე, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილი“. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია“, – წერს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.