აქტუალური
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადაცდომები და დანაშაულები, – ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლინკოლნ მიტჩელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, დასავლელის ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, „გააგრძელონ ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო“.
„ბევრმა დასავლელმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ დასვან კითხვა, როგორ დაუშვეს შეცდომა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტა, უფრო მარტივია, გააგრძელონ ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო“, – წერს მიტჩელი.