პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველები ქართველების წინააღმდეგ

   საქართველოს ისტორიაში ყველაზე საშინელი ომები ქართული სამოქალაქო ომები იყო, ანუ ქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების ომები ერთმანეთთან. ჩვეულებრივ, არაგულღრძო, დროთა განმავლობაში მტრების მიმართაც კი გულმოწყალე ეთნიკური ქართველები ერთმანეთთან ომების დროს საოცრად დაუნდობლები იყვნენ, როგორც 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლის დროს, ამიტომაც ბაზალეთის ბრძოლის გახსენება არ უყვართ ვაი-ქართველ ვუი-მეცნიერებს, ისეთებს, როგორიცაა გუბაზ სანიკიძე, რომელიც დღეს ქართველებს ქართველების წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებს (ახლო წარსულში სააკაშვილს გველეშაპი-კაციჭამიარომ უწოდებდა, დღეს კი - მიშას მონა, რისთვისაც მას მეტსახელად "გუბოზ" შეარქვეს). და არ დარჩენილა არავინ, მათ შორის თავად ბატონები თეიმურაზი, მოურავი და ზურაბი - ასე აღწერს ბაზალეთის ბრძოლას დიდმოურავგიორგი სააკაძესა და ქართლის მეფე თეიმურაზ პირველს შორის დიდი ქართველი ისტორიკოსი, უფლისწული ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში ქართლის ცხოვრება („ქართლის ცხოვრება“, „საბჭოთა საქართველო“, 1973, ტომი IV, გვ. 33-37) - საქართველოს არცთუ უღრუბლო ისტორიის პირველი კრიტიკული კვლევის მცდელობაში. მაგრამ გუბაზ სანიკიძე არ არის გიორგი სააკაძე, ის ქართველებს ქართველების წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებს არა საქართველოს გაერთიანების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ სააკაშვილმა დიეტა შეწყვიტოს და ისევ ჭამოს ხორცი... ქართველების!

   ქართველი ერი, ხან - ქართლის ფეოდალების, ხანაც - გუბოზების, თანამედროვე და იმათი, ვინც 1226 წელს თბილისის ციხესიმაგრის კარიბჭე სულთან ჯალალ ედ-დინს გაუღო, ღალატების შედეგად იმდენად მცირერიცხოვანია, რომ მეტი არ აქვს ქართველების დაკარგვის უფლება - არც ცამდე მართლების და არც მოღალატეების მიერ მონუსხული გზასაცდენილების! თბილისისა და აფხაზეთის ომების დროს იგივე შეახსენა ქართველ ერს მისმა სულიერმა მამამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. შენდობა არ აქვთ და ვერც ექნებათ მათ, ვინც ქართველები გაგზავნა აფხაზეთის ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში, რომელიც დაიწყო როგორც ქართველების ომი ქართველების წინააღმდეგ სამეგრელოში და დასრულდა ასევე როგორც ქართველების ომი ქართველების წინააღმდეგ თბილისსა და მთელ საქართველოში (აჭარის გარდა, სადაც ასლან აბაშიძემ არ დაუშვა მაროდიორების ქართული ბანდფორმირებები). შემდეგ კი დასავლეთმა ძალაუფლება გადაულოცა სააკაშვილს, რომელმაც ქართველების ომი ქართველების წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანა და ისინი ცხინვალში ძმათამკვლელ ომში გაგზავნა. დღეს ამ პოლიტიკას აგრძელებენ ქართველი ნაცები - ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, ზომბები ისტორიის ნაგავსაყრელიდან.

მრავალრიცხოვანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აიძულებინათ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ (იერიში მიეტანათ რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში), აშშ- და ევროკავშირმა გადაწყვიტეს შური ეძიათ ქართველებზე და მოეხდინათ სამოქალაქო ომის პროვოცირება თავად საქართველოში, მისი ურჩი ხელისუფლების დამხობის მიზნით. დაგეგმილია ხელისუფლებაში სააკაშვილის მკვდარი პარტიის დაბრუნება, რომელსაც რუსეთთან ომი დიდი ხანია სწყურია. დასავლეთი შიშობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეში მეფე ერეკლე II-ის სული ჩასახლდა და საქართველო კვლავ მოაწერს ხელს "გიორგის ტრაქტატს" - ანუ იგრძნობს რუსეთთან პარტნიორობის უპირატესობას მასთან მტრობის სანაცვლოდ. და საქართველო ნამდვილად აყვავდება - იაფი ბენზინი და პური, იაფი დოლარი, იაფი მედიკამენტები და კვების პროდუქტები, უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია, საავტომობილო და სარკინიგზო კავშირები რუსეთთან, რაც მთავარია -აფხაზებსა და ოსებთან შერიგება, რა გინდა სხვა?! მაგრამ კორუმპირებული ბაიდენების ოჯახი, ჯო და ვაჟიშვილი ჰანტერი, მიჩვეული არიან უკრაინაში გამდიდრებას და დღეს ამ მიზნი, აწარმოებენ პროქსი-ომს რუსეთის წინააღმდეგ მოტყუებული უკრაინელების ხელით! ამ ომისკენ ისინი ქართველებსაც უბიძგებდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში ქართული არმიის გაგზავნაზე. ამიტომ, ერთი წლის შემდეგ, რაც უკრაინელმა ნაცებმა უკრაინაში სამოქალაქო ომი გამოუცხადეს ყველა წესიერ ადამიანს - უკრაინელებსა და არაუკრაინელებს, ქართველმა ნაცებმა ასევე გამოუცხადეს სამოქალაქო ომი ყველა წესიერ მოქალაქეს! კორუმპირებული სააკაშვილის ოჯახი, დედიკო გიჟული და ვაჟიშვილი მიშიკო, მიჩვეული არიან საქართველოს ხარჯზე გამდიდრებას და ამ მიზნით საქართველოში ქართველთა სამოქალაქო ომი გამოაცხადეს!

ქართველი ნაცები, რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ტანკებით დაბრუნებას გვპირდებიან, რათა დახოცონ ყველა, ვინც არ ეთანხმება მათ გახრწნილ აქოთებულ ბელად სააკაშვილს, ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც ქართული ბანდფორმირებები, რომლებიც იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-იან წლებში და მათი აღსასრული იქნება ასეთივე სავალალო. აქ მათ მოუთმენლად ელოდებიან ყასაბი ქაქია, ვანიჩკა - ორი ტრუპი და სააკაშვილის სხვა შეიარაღებული არამაზადა. საქართველოს უკანასკნელი სამოქალაქო ომების ისტორია თბილისსა და სამეგრელოში მოწმობს, რომ ისინი მაგრები მხოლოდ მაშინ არიან, როცა საკუთარ ხალხს, მშვიდობიან ქართველ მოსახლეობას კლავენ და ძარცვავენ. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარმოდაო - რას გაიქცნენ უკრაინაში საძულველ რუს ოკუპანტებთან საომრად, როცა რუსი სამხედროები დურბინდში თბილისიდანაც კარგად ჩანან?! იმიტომ, რომ კამიკაძეები კი არა, კოლექტიური მამულაშვილები არიან, ყოველთვის და ყველგან მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ - ავტომატით ხელში ნებისმიერი გზით მეტი ფული იშოვონ! თუმცა ისინი გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან აქვთ დასავლეთის მორალური და ფინანსური მხარდაჭერა (კიევის რეჟიმი ერთ თვეში დაეცემოდა, რომ არა ასი მილიარდი და იარაღი, რომელსაც უკრაინას ნატოს ქვეყნები აწვდიან).

       დღეს, როდესაც აშშ და ევროკავშირი ღიად ემუქრებიან საქართველოს სანქციებით, თუ ეს უკანასკნელი გაბედავს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას; როდესაც დასავლეთი ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რუსების საქართველოდან გაძევებას და ნაყიდი უძრავი ქონების ჩამორთმევას, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსი სტუმრების წყალობით საქართველოს ეკონომიკა რენესანსს განიცდის; როდესაც დასავლეთი გეგმავს ქართული ექსპორტის აკრძალვას რუსულ ბაზარზე „რათა არ გამოკვებოს მტრები“, ასევე აკრძალოს რუსული იმპორტი - შეისყიდოს რუსეთისგან მარცვლეული და ენერგომატარებლები; როდესაც დასავლეთს განუზრახავს ქართველებს აუკრძალოს „მტრისგან ფულის მიღება“ - ფულის გადარიცხვა რუსეთიდან იქ მცხოვრები მილიონიანი ქართული დიასპორისგან; როდესაც აშშ და ევროპა იმუქრებიან, რომ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის გაყინული 600 მილიონი დოლარის გადარიცხვით უკრაინის დასახმარებლად, როგორ იმავე Credit Suisse-მა უკვე გაყინა რუსი ბიზნესმენების 20 მილიარდი დოლარი იმავე მიზნით; როგორც დასავლეთი ყინავს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ, თუ მას სურს ხელისუფლებად დარჩენა, უნდა მიიღოს ქართველი ნაცების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომები და ღიად განაცხადოს - საქართველო არავის წინააღმდეგ ომს არ აპირებს, ის ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებით: ვინც პატივს სცემს მათ - მათთან ითანამშრომლებს, ხოლო ვინც უგულებელჰყოფს, საქართველოსთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევითა და პრიორი დამღუპველ ომებში ჩათრევით - ქართველებისა ქართველებთან, რუსებთან, კავკასიელებთან, მნიშვნელობა არ აქვს! - მათთან არაფერი გვესაქმება.

   ქართველების ომი ქართველების წინააღმდეგ საქართველოში, ისევე როგორც სლავების ომი სლავების წინააღმდეგ უკრაინაში და ნებისმიერი სამოქალაქო ომი საშინელებაა კიდევ იმიტომ, რომ მტრობა მემკვიდრეობით გადაეცემა. როგორც ვხედავთ, უკრაინაში, 100 წლის შემდეგაც კი, იოლად მოახდინეს უკრაინელი ნაცების პროვოცირება მამა-პაპების - ბანდერელებისა და პოლიცაების საქმის გასაგრძელებლად. ერთმანეთთან მებრძოლი ქართველების - ზვიადისტების, შევარნადისტების, მიშისტების შვილები - მშობლების გამოისობით კიდევ დიდხანს გახედავენ ერთმანეთს ალმაცერად, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც და ესენიც ქართველები არიან...

P.S.

   სააკაშვილების ოჯახმა 917 000 დოლარი გადაუხადა ამერიკულ ლობისტურ კომპანია Akkerman-და ეს არ არის სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციისა და პოლიტიკოსებისთვის გადარიცხული მხოლოდ ერერთი ტრანში საქართველოს წინაარმდეგ. ესაა ქართველი ხალხის ფული, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარეს. დღეს მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა - თუ რა არარაობაა სააკაშვილი თავისი კორუმპირებული, გარყვნილი ოჯახით, სამარცხვინო საიდუმლოებებს რომ მალავს (ტყუილუბრალოდ როდი ხდება, რომ რაც უფრო „უარესად“ გრძნობს თავს ვაჟიშვილი მიშა, მით უკეთ გამოიყურება დედიკო გიჟული, რომლის მდიდრული სამოსი და აქსესუარებიც არასოდეს მეორედება...). ღირს კი, რომ მათ გამო ქართველებმა ერთმანეთი დახოცონ?! როდემდე უნდა ატარონ ქართველმა დედებმა ძაძები და ცრემლები ღვარონ, როდემდე უნდა კავოთ ქართველებს ხელში ავტომატი ჩაქუჩისა და ნამგლის ნაცვლად?!

 

 

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 17 თებერვალი
საქართველო, თბილისი