პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.

უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.