აქტუალური
აშშ-ის საელჩო: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გულთბილად უმასპინძლა ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.