აქტუალური
ლოიდ ოსტინი: ჯუანშერ ბურჭულაძესთან განვიხილე შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

როგორც ოსტინი წერს, შეხვედრაზე განიხილეს შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

„ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. განვიხილეთ შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, ასევე, საქართველოს მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, – წერს ოსტინი.