უცხოეთი
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

მისი განცხადებით, მფრინავმა ობიექტმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია, ის კანადის ჩრდილო-დასავლეთში, იუკონის თავზე აშშ-სა და კანადის სამხედროებმა ჩამოაგდეს.

ამასთან, ტრიუდომ აღნიშნა, რომ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა.

„კანადის ძალები ახლა აღადგენენ და გააანალიზებენ ობიექტის ნამსხვრევებს“, - დასძინა ტრიუდომ.

მედიის ცნობით, ეს მესამე მფრინავი ობიექტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო კვირაში ჩამოაგდეს.

interpressnews.ge