უცხოეთი
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით კი, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 ადამიანი სტიქიას მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა.

interpressnews.ge