აქტუალური
ეროვნული ბანკის განაკვეთი ისევ 8 პროცენტზე რჩება

erovnuli-bankსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მეოთხე თვეა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 22 ივნისის გადაწყვეტილებით, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა.

წლიური ინფლაცია მაისში 14.3 პროცენტამდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 8 პროცენტამდე შემცირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები „კვლავ დაბალია“ და 1.7 პროცენტს შეადგენს. „შედეგად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის რისკები მცირეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„2011 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა წინა კვარტლებთან შედარებით შენელდა და 5.8 პროცენტს გაუტოლდა, რაც მოთხოვნის ზრდის ტემპის შემცირებაზე მიუთითებს“, – იტყობინება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი.