რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილის 14.11.2022 წლის პროგნოზი თურქეთთან დაკავშირებით ახდა

   2022 წლის 14 ნოემბერი, საქინფორმის პუბლიკაციიდან „არნო ხიდირბეგიშვილი: სტამბოლში ტერაქტით ამერიკამ თურქეთი რუსეთთან პარტნიორობის გამო გააფრთხილა”:

 „თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის მხრიდან სამძიმრის მიღებაზე სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ: „ჩვენ ვიცით, სად მოხდა თავდასხმის კოორდინირება! ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის მოწოდებული შეტყობინება და ვიცით, რა შეტყობინებაა ეს! ჩვენ არ ვიღებთ ამერიკის საელჩოს სამძიმარს! ჩვენ არავის მიმართ არ ვართ ვერაგნი, მაგრამ აღარ გვაქვს თმენა ამ მზაკვრული ქმედებების მიმართ!“ - განაცხადა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სულეიმან სოილუმ.

 ...ერდოღანს, როგორც აჭარელ მუსლიმან ქართველს, მშვენივრად ესმის, რომ აშშ სტამბოლში ტერაქტით მას აფრთხილებს - აქაოდა, ერდოღან-ეფენდი, რუსეთთან მეგობრობითა და პარტნიორობით, სიამაყითა და თავმოყვარეობით თურქეთის ეროვნულ ინტერესების დაცვისას ცოტა ზედმეტი მოგდით! გაჩერდით და უკან დაიხიეთ, ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია, ანუ ამერიკის ვასალი უნდა იყოს!”.

2023 წლის 7 თებერვალი, საქინფორმის პუბლიკაციიდან „არნო ხიდირბეგიშვილი: „მიწისძვრა თურქეთში უმალ მოჰყვა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის უპრეცედენტოდ მკვეთრ განცხადებას აშშ-ის მისამართით”:

„მიწისძვრა თურქეთში უმალ მოჰყვა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის უპრეცედენტოდ მკვეთრ განცხადებას, რომელმაც დაადანაშაულა აშშ, მისი ყველა ელჩი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ეროვნული ორიენტაციის მქონე ერდოღანის ხელისუფლების დასამხობად: „ის თავს უყრის სხვა ელჩებს და ცდილობს მათ რჩევა მისცეს. მე ვეუბნები ამერიკის ელჩს, ვიცი, რომელ ჟურნალისტებს კარნახობთ: მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები თურქეთს! ვიცი, რაც გააკეთეთ და რა ნაბიჯები გადადგით უკვე, როგორ გინდათ თურქეთში არეულობა. მოაშორეთ თურქეთს თქვენი ბინძური ხელები და ღიმილიანი ნიღბიანი სახეები!“ - მიმართა შს მინისრმა სულეიმან სოილუმ ანკარაში აშშ-ის ელჩს ჯეფ ფლეიკს 3 თებერვალს, ხოლო 6 თებერვალს თურქეთი საშინელმა მიწისძვრამ შეაზანზარა…”

***

   მაშასადამე, შეგვიძლია იმის კონსტატაცია, რომ ქართველი ანალიტიკოსის, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზი თითქმის სამი თვის შემდეგ ახდა.

რაც შეეხება აშშ-ს მიერ ტექტონიკური იარაღის გამოყენების ფაქტებს, ისინი მოგვიანებით გამოჩნდება. საქინფორმი შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2023 წლის 8 თებერვალს, პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ 2022 წლის 26 სექტემბერს აშშ-მა ააფეთქა. ანუ აშშ-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის 4 თვის შემდეგ გამოჩნდა.

 

საქინფორმი

2023 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი

(ზედა ფოტოზე - შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ქვედა ფოტოზე - ჟურნალისტი სეიმურ ჰერში)