სამართალი
საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საბანკო ასოციაციამ 7 თებერვალს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომხმარებელ ფიზიკურ პირებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უცნობი ადამიანები მათთვის სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ასოციაციის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანხები ძირითადად რუსეთიდან ირიცხება.

საბანკო ასოციაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ქმედება შესაბამის პასუხიმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესების და ნორმების გათვალისწინებით, მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები, შესაძლოა, მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს“.

გარდა ამისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს“.

ამდენად, საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მომხმარებლებს გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან“.