აქტუალური
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოში საწვავის მონიტორინგი დაიწყო.
საქინფორმის კორესპონდენტს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, ამ ორგანიზაციამ და ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო „მონიტორინგმა“ ივნისში „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიერ იმპორტირებული, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხის ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს.როგორც იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, მონიტორინგი სპეციალურად ზაფხულის პერიოდში განხორციელდა, რადგან ტურისტულ სეზონზე საწვავის მოხმარება იზრდება. შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
შედეგადაც აღმოჩნდა, რომ „სოკარის“ ბენზინი (რეგულარი) А-91 სინამდვილეში 93-93,5-ოქტანიანია, თუმცა სტანდარტით ოქტანიანიანობა უნდა უდრიდეს 91-ს.