უცხოეთი
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 434-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფარჰეთინ კოჩა ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მასშტაბური სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 31 777-ს მიაღწია. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ დაახლოებით 13.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა ადანიდან დასავლეთით 450 კმ-ზე, აღმოსავლეთით დიარბაქირამდე და 300 კმ-ზე ჩრდილოეთით, მალათიიდან – სამხრეთით, ჰათაიმდე.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონაში 13 ბატალიონი გაგზავნა.
1tv.ge