ხვიჩა სანაია საკრებულოში ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რასაც არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის ტერორის სახე აქვს და ამ ტერორის ატანა წელიწად-ნახევარი მოგვიწევს“, – განაცხადა გრიგოლიამ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას აფრთხილებს, საკუთარ ხალხზე ტერორი შეწყვიტოს. „ჩვენ ხვიჩა სანაიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვაპირებთ, რადგან ის ამ ტერორს პირადად კურირებდა. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, რა დროსაც ყველაფერი იუარა, თუმცა საუბრიდან ცოტა ხანში იქ მოვარდნილმა ზონდერებმა დაიყვირეს – „ბიჭებო, სანაიამ თქვა, დაიშალეთ, ვიშლებითო“ – და წავიდნენ. გვიპასუხოს ხელისუფლებამ, რას ემსახურებოდა დღეს ამ ზონდერბრიგადების იქ მოვარდნა „ქრისტიან-დემოკრატების“ წინააღმდეგ. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქურდული მენტალიტეტი საქართველოში აღარ არსებობს და არც დაბრუნდება, მოვითხოვთ, განგვიმარტონ, რას ნიშნავს ფრაზა – „უბანი ხვიჩა სანაიასია“, – აღნიშნა გრიგოლიამ.
ამასთან, ქდმ-ის აღნიშნული პირების ფოტოები და მათი ნამოქმედარის ამსახველი ვიდეომასალაც მოეპოვება, რომელთა გასაჯაროებასაც ინგა გრიგოლია დღეს, 15:00 საათისთვის, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.