აქტუალური
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა.
„შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.