სამართალი
შსს-მ „ქართულ პარტიასთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა

shss22როგორც დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დეტექტივმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა, დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით ედებათ, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი სამშობლოში ცხინვალიდან უნდა შემოსულიყო. კერძოდ, ამ სქემაში ფიგურირებენ ირაკლი ოქრუაშვილი, მისი პირადი დაცვის წევრი გიორგი გაბროშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი თამაზ ბეგიაშვილი, შიდა ქართლის სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. მათგან ბეგიაშვილი და კაკაშვილი, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი გაბრიელ პავლიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ გიგუაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფებიან.

დაკავებული არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბონდო კაკაშვილი, გიორგი საათაშვილი და შალვა საბაშვილი, სამინისტროს აპარატის ყოფილი უფროსი, „ქართული პარტიის“ რეგიონული კოორდინატორი ლევან ტერაშვილი, შსს-ის ყოფილი თანამშრომელი კახა ტერაშვილი, შიდა ქართლის ექს-გუბერნატორ მიხეილ ქარელის დაცვის დაცვის ყოფილი უფროსი ხვიჩა მაჭარაშვილი და ყოფილი წევრი ზაზა ბეთლემიძე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ჯარმელიშვილი.