სამართალი
მაია სანდუ: ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადებას ის „ტვიტერზე“ ავრცელებს.

მაია სანდუს თქმით, ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია.

მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,- განაცხადა მაია სანდუმ.