უცხოეთი
მედიის ცნობით, უკრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების სრული შემადგენლობა გაათავისუფლეს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების სრული შემადგენლობა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ზვიაგინცევი იქნება.

უკრაინული მედიის ცნობით, თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლებენ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ვადიმ გუცაიტს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრს, პაველ რიაბიკინს.

1tv.ge