უცხოეთი
ანდრეი ერმაკი - მიხეილ სააკაშვილის ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გავუგზავნე - მისი უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ფოტოები პარტნიორებს გაუგზავნა.

“ჩვენ ვგმობთ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას. ასევე, პირობები, რომელშიც იგი იმყოფება, საშინელია. დღეს ეს ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გავუგზავნე. მიხეილს მკურნალობა სჭირდება. მისი უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს”, - წერს ერმაკი.

interpressnews.ge