უცხოეთი
მირიამ ლექსმანი - კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, ნება დართონ სააკაშვილს, იმკურნალოს საზღვარგარეთ, სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის. თამაში, ხრიკები და ტყუილები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო მოქმედება პირდაპირ წინააღმდეგობაშია მთავრობის მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან, მის პრინციპებთან და ღირებულებებთან. როგორც ეს ამ პარლამენტის წევრებმა გასულ კვირებსა და თვეებში ბევრჯერ განაცხადეს, მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, ნება დართონ სააკაშვილს, იმკურნალოს საზღვარგარეთ ნებისმიერი დაგვიანების გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა დაიღუპოს ციხეში. საქართველოს ხელისუფლება ატარებს სრულ პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე, კარგად ყოფნაზე და პასუხისმგებელი იქნება ყველაფერზე, რაც მას დაემართება“, – განაცხადა ლექსმანმა.

1tv.ge