პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის „ორსახოვანი იანუსი“

janus2რომაულ მითოლოგიაში არსებობს ღმერთი იანუსი – სამხედრო წამოწყებათა მფარველი. მართალია, თავდაპირველად ის ლაციუმის უძველეს მეფედ მიიჩნეოდა, რომელიც ყოვლისშემძლე სატურნმა წარსულისა და მომავლის ნათელხილვის ნიჭით დააჯილდოვა. სწორედ ამ ორმაგი უნარის გამო იანუსს გამოსახავენ ორი – მომავლისკენ მიმართული ახალგაზრდა და უკან, წარსულის სიღრმეში მომზირალი ხნიერი – სახით. შემდგომ, ისევე, როგორც ლეგენდების სხვა მრავალი გმირი, იანუსი თავად იქცა საწყისისა და სასრულის ორსახოვან ღმერთად, რომლის ტაძრის კარიც მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ იღებოდა, მშვიდობიან დროს კი მჭიდროდ იყო მიხურული. ბევრმა არ იცის ღმერთი იანუსის ისტორია, თუმცა როცა ვინმეს ორსახოვან იანუსად ვნათლავთ, ამით მივანიშნებთ, რომ ის არაგულწრფელი, ორპირი, თვალთმაქცი ადამიანია, რომლის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება.

საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ რომაული მითოლოგიის ეს პერსონაჟი ტყუილუბრალოდ როდი გაიხსენა, რაშიც ჩვენი მკითხველი ახლა თავადაც დარწმუნდება. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება ხშირად ხმამაღლა საჯაროდ აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს განცხადებები სინამდვილეში ლიტონ სიტყვებად რჩება... გავიხსენოთ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი: „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე. აუცილებელია ყველა პრობლემის გადაჭრა უშუალო ურთიერთობის გზით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის ტელეარხ „TV5 Monde“-თან ინტერვიუში. „ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, თუმცა, ემოციური და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რუსეთს წინაპირობების გარეშე ველაპარაკოთ. ის, რომ რუსეთი დიალოგზე არ მოდის, მოწმობს, რომ ჩვენს არგუმენტებზე მას პასუხი არ მოეპოვება“, – წუხს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, რომელსაც, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელმძღვანელობის იერიარქიაში მეორე პოსტი უკავია. „საქართველო მზადაა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ნებისმიერ ადგილას და დროს დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან“, – არწმუნებდა პოლონეთის ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე კვასნევსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. თუმცა სინამდვილეში ბატონი ვაშაძის საგარეო პოლიტიკური უწყება ზუსტად საპირისპიროდ მოქმედებს.

უფრო მეტიც; ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, თითქოს რუსეთი ხელს უშლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას – როგორც ოფიციალურ, ისე ე. წ. სახალხო დიპლომატიის მეთოდებით, – დიალოგის აღდგენას მოძმე აფხაზებსა და ოსებთან, რეალობაში ასევე ლამაზი სიტყვები, ფიქცია აღმოჩნდა, რის მტკიცებულებასაც წარმოადგენს დღევანდელი მეტყველი ფაქტი, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბოლოოდ ჩაშალა ჩვენი გერმანელი მეგობრების მიერ გულდასმით მომზადებული ქართველი, აფხაზი და ოსი შემოქმედებითი ინტელიგენციის (მხატვრების) წარმომადგენელთა ურთიერთობის უნიკალური საშუალება.Janus

საქმე ისაა, რომ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „GAViK“ (ბერლინი), რომელიც ხელს უწყობს კავკასიაში ხალხების შერიგებასა და მშვიდობას, სირთულეებს წააწყდა ბერლინში სამხატვრო გამოფენის მომზადებისას, რომლის გახსნაც 29 ივნისსაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ, აფხაზ და რუს მხატვრებს. სავარაუდოდ, გამოფენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგის მოედნად უნდა ქცეულიყო. თუმცა საქართველოს საელჩომ 20 ივნისს, ორშაბათს, ქართველ მხატვრებს ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, რაც, „GAViK“-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, მიუღებელი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა.

15 ივნისს გამოფენის მომწყობს, ცნობილ ხელოვნებათმცოდნე ფრედერიკ ზემსდორფს (Friederike Sehmsdorf) გერმანიაში საქართველოს საელჩოს პოლიტიკურმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ დაურეკა (Ilia Marjanidze) და მისი მოქმედებების გამო პროტესტი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ ამ ინიციატივას პროვოკაციად აფასებს და გამოფენის კონცეფციის შეცვლა მოითხოვა, რათა აფხაზეთს მასში არანაირი სახით მონაწილეობა არ მიეღო ან მხატვართა „აფხაზობა“არ წარმოჩენილიყო (ასეთი რამ არც წარმოჩენილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათ აფხაზურ წარმომავლობას). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაზგასმით აღნიშნა მან, ქართველი მხატვრები გამოფენაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებენ. ფრედერიკ ზემსდორფი შეეცადა, აეხსნა, რომ საუბარი სამხატვრო გამოფენას ეხებოდა და არა პოლიტიკურ კონფერენციას. მით უფრო, რომ ღონისძიების ანონსში ჩართული იყო ფორმულირება „ქართველი, რუსი და აფხაზი მხატვრები“ და არა „მხატვრები საქართველოდან, აფხაზეთიდან და რუსეთიდან“. თუმცა მარჯანიძესთან მისმა საუბარმა ურთიერთგაგების შედეგი ვერ გამოიღო.

ქართველი მხატვრები ლიანა ნაკაშიძე და მირიან ჯაფარიძე, რომლებიც გამოფენაში მონაწილეობას აპირებდნენ, ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რომელიც მათზე, სავარაუდოდ, ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს და იძულებული არიან, უარი თქვან ღონისძიებაში მონაწილეობაზე, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო. „კავკასიაში ურთიერთგაგებისა და შერიგების მიღწევის საზოგადოების“ თავმჯდომარე ლოტარ დე მეზიერმა გადაწყვიტა, პირადად ჩარეულიყო სიტუაციაში და საქართველოს საელჩოში დარეკა. ქართველ დიპლომატებთან საუბრისას მან პროტესტი გამოხატა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეებში ჩარევის გამო. თუმცა ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას ვერ მიაღწია – გამოფენაში ქართველი მხატვრების მონაწილეობა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაშალა.

ახლა კი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ პრესისთვის მომზადებულ სკანდალურ განცხადებას და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს 2011 წლის 22 ივნისს ერთ-ერთი მრავალტირაჟიანი გერმანული გაზეთის – „ბერლინერ ცაიტუნგის“(Berliner Zeitung) – ფურცლებზე, რაც ქართულ მედიას, „რატომღაც“, გამოეპარა. (საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მიუკერძოებლობაში რაიმე ეჭვის შეტანის თავიდან ასაცილებლად ვაქვეყნებთ ორიგინალის ასლს გერმანულ ენაზე).

 

გამოფენის ჩაშლის მცდელობა კავკასიაში

– ქართველები ტორპედირებენ სამხატვრო გამოფენას, რომელიც მოწოდებულია, დიალოგისა და ურთიერთგაგების ნიშნად იქცეს

– არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიაში ურთიერთგაგებისა და შერიგებისათვის“ თავმჯდომარე (GAViK) ლოტარ დე მეზიერი წუხილს გამოთქვამს

გამოფენა „კავკასია: სამმაგად სამშობლოს“ ინიციატორებმა და მომწყობებმა დიდი წუხილით მიიღეს ქართველი მხატვრების უარი გამოფენაში მონაწილეობაზე. 2011 წლის 29 ივნისიდან 15 აგვისტომდე ალექსანდრპლატცზე, ოტელ „Park Inn“-ში მდებარე გალერეა „Art Place Berlin“-ში უნდა გამართულიყო ქართველი, აფხაზი და რუსი მხატვრების ნაწარმოებთა გამოფენა როგორც პირველი ერთობლივი კულტურული მოვლენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.

გამოფენა ჩაფიქრებულია პოლიტიკურად დაქსაქსულ რეგიონში ხალხთა კულტურული ერთობის სიმბოლოდ. კულტურული ერთიანობის ცნებას ხელი უნდა შეეწყო დიალოგისა და ურთიერთგაგების ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენისათვის. ქართველმა, აფხაზმა და რუსმა მხატვრებმა თავიანთი მტკიცე თანხმობა განაცხადეს ამ გამოფენაში მონაწილეობაზე. გასაკვირია, რომ გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველებმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საქართველოს საელჩოში მათი ხანგრძლივი საუბრების შემდეგ. საელჩოსთან გამოფენის ორგანიზატორების ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა, ასევე, ვერ აღკვეთა ბოიკოტი. ვწუხვართ, რომ ქართველების საელჩომ ბერლინში მასობრივი ზეწოლა განახორციელა თანამემამულეებზე – მხატვრებზე: ლიანა ნაკაშიძესა და მირიან ჯაფარიძეზე.

„კავკასიაში ურთიერთგაგებისა და შერიგების მიღწევის საზოგადოების“ თავმჯდომარე (GAViK) ლოტარ დე მეზიერმა განაცხადა: „გამოფენა სამოქალაქო საზოგადოებისათვის კრიზისით შეძრულ რეგიონში დიალოგის დამყარების სიგნალია. მასში მონაწილე მხატვრების ძალისხმევა ყველანაირ მხარდაჭერას იმსახურებს. სამწუხაროდ, საქართველომ მცდარი ნიშანი მისცა და ამ რეგიონში ურთიერთგაგების მიღწევის შანსი ხელიდან გაუშვა“. გამოფენა გაიმართება მიუხედავად სიცარიელისა, რომელიც უარით აიხსნება. კავკასია ქართველების სამშობლოცაა, – მიაჩნიათ მის ორგანიზატორებს. ამიტომ სტენდებზე ადგილებიც დაარეზერვეს ქართველი მხატვრების ნამუშევრებისათვის იმ იმედით, რომ პოლიტიკური ურთიერთობები მაინც მისცემს მათ საშუალებას, ბერლინში თავიანთი ხელოვნება უჩვენონ.

დამატებითი ინფორმაციისათვის: Ulrike Riemann, Tel. 0178 – 8689648,  press@gavik.de 

მომწყობი: Gesellschaft für Ausgleich und Verständigung im Kaukasus e.V.

კურატორი: Friederike Sehmsdorf

 

სკანდალი კავკასიურ გამოფენასთან დაკავშრებით

საქართველო პროექტს ბოიკოტს უცხადებს

„ცივი ომი“ მსოფლიოში ჯერაც არ დასრულებულა. მას შეიძლება მრავალი ბოროტი გამოხატულება ჰქონდეს. ახლა, გამოფენა „სამმაგი სამშბლოს“ გახსნამდე 8 დღით ადრე, მონაწილეთა შორის რჩებიან მხოლოდ რუსი და აფხაზი მხატვრები. ორი ქართველი მხატვარი კი ვერ გამოგზავნის თავიანთ ნამუშევრებს. საკუთარმა ხელისუფლებამ მათ მონაწილეობის მიღება აუკრძალა გამოფენაში, რომელიც შერიგების ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო როგორც პირველი ერთობლივი ღონისძიება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.

„კავკასიაში ურთიერთგაგებისა და შერიგების მიღწევის საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარეც ლოტარ დე მეზიერია, რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა ამ პროექტს. საზოგადოების წევრებს მხატვრებთან ერთად სურდათ პოლიტიკურად ღრმად დაქსაქსული ამ რეგიონის ხალხების კულტურული ერთიანობის აღნიშვნა. კულტურულ მოვლენას ხელი უნდა შეეწყო დიალოგისა და ურთიერთგაგების დამყარებაში.

საქართველოს საელჩოსთან მრავალრიცხოვანი საუბრების შემდეგ თბილისიდან მხატვრების უარი გამოფენაში მონაწილეობაზე გამაოგნებელი იყო. ნათელია, რომ ლიანა ნაკაშიძესა და მირიან ჯაფარიძეზე, რომლებმაც მანამდე მტკიცე თანხმობა განაცხადეს მონაწილეობაზე, მასობრივი ზეწოლა განხორციელდა.

გამოფენა გაიმართება მიუხედავად სამწუხარო სიცარიელისა. ადგილები, სადაც ორი დაშინებული ქართველი მხატვრის ნამუშევრები უნდა გამოფენილიყო, დემონსტრატიულად თავისუფალი დარჩება გამოფენის დასრულებამდე, 15 აგვისტომდე – ისინი ქართველი მხატვრებისთვისაა დარეზერვებული.

Berliner Zeitung 22.06.2011

 

http://www.berlinonline.de/berliner-zeitung/archiv/.bin/dump.fcgi/2011/0622/feuilleton/0073/index.html 

Pressemitteilung

EKLAT UM KAUKASUS-AUSSTELLUNG

 

  • Georgien torpediert Kunst-Ausstellung im Zeichen von Dialog und Verständigung
  • GAViK-Vorsitzender Lothar de Maizière äußert sein Bedauern

 

Mit großem Bedauern haben die Initiatoren und Veranstalter der Ausstellung

„3 x Heimat Kaukasus“ die kurzfristige Absage der georgischen Künstler zur Kenntnis genommen.

 

Vom 29. Juli bis zum 15. August sollte im art place berlin im Park Inn am Alexanderplatz in Berlin eine Kunstausstellung georgischer, abchasischer und russischer Künstler als erste gemeinsame Veranstaltung nach dem russisch-georgischen Krieg von 2008 stattfinden.

 

Die Ausstellung war geplant als Zeichen der kulturellen Zusammengehörigkeit in einer politisch tief gespaltenen Region. Der Austausch über kulturelle Verbindungen sollte helfen, Dialog und Verständigung schrittweise wieder in Gang zu bringen.

 

Georgische, abchasische und russische Künstler hatten fest zugesagt. Umso mehr überrascht die kurzfristige Absage der Georgier nach tagelangen Gesprächen mit der Botschaft ihres Landes. Auch intensive Verhandlungen der Veranstalter mit der Botschaft konnten den letztendlichen Boykott nicht verhindern.

 

Wir bedauern den offensichtlich massiven Druck der georgischen Botschaft in Berlin auf ihre Landsleute Liana Nakhashidze und Mirian Japaridze.

 

Der Vorsitzende des Veranstalters, die „Gesellschaft für Ausgleich und Verständigung im Kaukasus“ e.V. (GAViK), Lothar de Maizière, erklärte:

„Die Ausstellung ist ein zivilgesellschaftliches Signal, um für Dialog in einer krisengeschüttelten Region zu werben. Das Engagement der teilnehmenden Künstler hat ausschließlich Unterstützung verdient. Georgien sendet leider ein falsches Signal und verschenkt eine Chance auf Verständigung in der Region.“

 

Der Kaukasus ist Heimat auch der Georgier, so die Ansicht der Veranstalter. Deshalb findet die Ausstellung trotz der Lücke statt, die die Absage reißt. Wir werden den georgischen Künstlern einen Platz reservieren, bis die politischen Verhältnisse es ihnen erlauben, ihre Kunst in Berlin frei zu präsentieren.

 

Für Rückfragen: Ulrike Riemann, Tel. 0178 – 8689648, presse@gavik.de

 

Veranstalter: Gesellschaft für Ausgleich und Verständigung im Kaukasus e.V.

Kuratorin: Friederike Sehmsdorf