უცხოეთი
„ვაშინგტონ პოსტი“ - ამერიკულ „აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა.

გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. თანამოსაუბრეებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

1tv.ge