უცხოეთი
„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსი დაბომბა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ირანის ოპერაციებთან ბრძოლის ახალ გზებს განიხილავენ.

ირანული მედიის ცნობით, ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს. ერთ-ერთი საფრენი აპარატი საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი სამხედროებმა ააფეთქეს.

თავდასხმის შედეგად, საწყობი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის ან დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისპაჰანში თავდასხმაში ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა და მისი სამიზნე ბალისტიკური რაკეტების საწყობი იყო.

1tv.ge