პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სომხეთმა შესაძლოა ერევანი დაკარგოს, თუმცა შეეძლო არარატის დაბრუნება!

   “სომხეთი სულ უფრო ღრმად შედის ტურბულენტობის ზონაში, საიდანაც საქართველო ვაივაგლახით გამოდის”

   საქართველოში მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება - ახალი „ფერადი რევოლუცია“, რომლის მიზანია მოქმედი ხელისუფლების შეცვლა. აშშ-თვის აღარ არის საკმარისი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იყოს პროამერიკული, დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა მკვეთრად ანტირუსული უნდა იყოს. საქართველო უნდა ეომოს რუსეთდა შეუერთდეს აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ამ მიზნების განსახორციელებლად ქართული ოცნებისმთავრობა შესაფერისი არ არის" - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2014 წლის 23 სექტემბრის გამოსვლიდან სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“.

     დღეს, 8 წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი პროგნოზი მთლიანად გამართლდა:

- 2014 წლის შემდეგ სააკაშვილის ექსმმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა მოაწყო, რომელთაგან ყველაზე ცნობილი - ე.წ. "გავრილოვის ღამე" - საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების ფასად დაუჯდა;

- თუ ადრე აშშ-ის საელჩო საქართველოს კარნახებდა რუსეთის დუნე „შეკავების“ პოლიტიკას და ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვთან პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის რეკომენდაციებსაც კი აძლევდა („საერთო ენის პოვნა“, „უარი აგრესიულ რიტორიკაზე, რათა არ მომხდარიყო რუსების პროვოცირება საპასუხო ქმედებებზე“, „არ შეექმნათ აშშ-სთვის პრობლემები რუსეთთან, როგორც 2008 წელს“), 2014 წლის შემდეგ მოთხოვნები თანდათან შეიცვალა. განსაკუთრებით - საქართველოში, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ იყო ამერიკის ელჩი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანის ჩამოსვლით, როდესაც სულ უფრო ხისტად დაიწყეს საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთთან კონფრონტაციის მოთხოვნა. სადემარკაციო ხაზთან პროვოკაციული დემარშები ცხინვალის რეგიონში რუსული ბაზების ბინოკლით დათვალიერებით უფრო სავალდებულო რიტუალად იქცა საქართველოში ჩამოსული დასავლური დელეგაციებისთვის, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობა; ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე (ეუთო, გაერო და სხვ.) საქართველო დაავალდებულეს მკვეთრი ტონით მოეთხოვა რუსი ოკუპანტებისგან მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულება - ჯარების გაყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან; ხოლო გასული წლის თებერვალში უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, აშშ-მა საქართველოს მოსთხოვა შეესრულებინა თავისი „მოკავშირული ვალდებულებები“ - გაეხსნა „მეორე ფრონტი“ უკრაინის დასახმარებლად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე იერიშის მიტანით და ასევე, შეერთებოდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირშიც კი ირღვევა. ანუ, საქართველოს უნდა გამოეცხადებინა ბლოკადა საკუთარი თავისთვის და გაეწირა თავისი მოსახლეობა შიმშილისა და სიცივისათვის - უარი ეთქვა რუსული მარცვლეულის მოწოდებაზე (იმ დროს, როდესაც დასავლეთი ორგანიზებას უკეთებდა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ევროპულ ქვეყნებში), უარი ეთქვა რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე (იმ დროს, როცა ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ რუსული გაზის გადატუმბვას თავიანთ გაზსაცავებში) და შეეწყვიტა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლის მკაცრ შეზღუდვებთან ერთად (იყო ასეთი მოთხოვნაც), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გაკოტრების და, შესაბამისად, დეფოლტის ტოლფასია.

   დიახ, ჩემი 2014 წლის პროგნოზი ახდა - „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს დასაღუპავად გაწირვაზე და შეასრულა აშშ-ის საელჩოს ზემოაღნიშნული ულტიმატუმები, მაგრამ მიზეზი, ის გამოც შეიცვალა აშშ-ის პოზიცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე შედარებით მცირე ხნის წინ გავიგეთ, როდესაც საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ოლანდმა და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა მერკელმა აღიარეს, რომ ხელი მოაწერეს მინსკის შეთანხმებებს უკრაინასთან დაკავშირებით დროის მოსაგებად, რათა უკრაინა უკეთ მომზადებულიყო რუსეთთან საომრად. ანუ, როცა უკრაინა მოემზადა და მინსკის შეთანხმებები სანაგვეში გადააგდეს, საქართველოც უნდა გადასულიყო არამეგობრული პოლიტიკიდან - რუსეთის მიმართ აშკარად მტრულ პოლიტიკაზე, რათა კონფლიქტში უფრო მეტი მოცულობით ჩართულიყო, ვიდრე ნატოს ნებისმიერი ქვეყანა - ანუ უკრაინისთვის მიწოდებინა არა მარტო ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულით ნაყიდი ამერიკული იარაღი, არამედ ცოცხალი ძალაც - ქართული ჯარი!

     დღეს, 8 წლის შემდეგ, შეიძლება იმის კონსტატაცია, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა სომხეთთან დაკავშირებითაც: რაც შეეხება სომხეთში კიევის მაიდანის მოვლენების გამეორების ალბათობას. კომპეტენტური წყაროებიდან იღებული საგანგაშო ინფორმაცია იძ₾ევა ვარაუდის საფუძველს, რომ აქ სახელმწიფო გადატრიალების გარკვეულწილად განსხვავებული სცენარი განვითარდება, ვიდრე საქართველოში - საომარი მოქმედებების განახლება კვლავ პროვოცირებული იქნება ყარაბაღში... ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილების ტალღამაშინვე აიტაცებენ ადგილობრივოპოზიციონერები, ისეთები, როგორიცაა ნიკოლ ფაშინიანი - გაზეთ "აიკაკან ჟამანაკის" მთავარი რედაქტორი..." - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2014 წლის 23 სექტემბრის გამოსვლიდან სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე "კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“.

   სანამ გეტყვით, რატომ არიან საქართველოში შეთქმულების თეორიებისა და სკანდალური პარალელების მოყვარულები დარწმუნებულები, რომ ფაშინიანი „ნაწილ-ნაწილ ურიგებს სომხეთს აზერბაიჯანსა და თურქეთს, როგორ დაუთმო სააკაშვილმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს“, მოვიყვან ჩემი, 2022 წლის 17 ივნისით დათარიღებული პუბლიკაციის ფრაგმენტს “უკრაინა არ კმარა, ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება“:მას შემდეგ, რაც საქართველო ვერ აიძულეს ეომა რუსეთთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ანგლოსაქსები გეგმავენ ახალი ომის პროვოცირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში, სადაც მხარეებს რუსი სამშვიდობოები მიჯნავენ (გარდა ამისა, გიუმრიში უწინდებურად დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა). მარტო უკრაინა, როგორც ჩანს, არ კმარა - აშშ-და დიდ ბრიტანეთს სჭირდება რუსეთთან ომები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც მეტ-ნაკლებად ამის წინაპირობები არსებობს... გარკვეულ სომხურ წრეებში ღვივის უკმაყოფილება ყარაბაღის შედეგით, აც იგივდება პრემიერ ფაშინიანთან, არსებობს ზავის პირობების გადახედვის სურვილი... უცნობია დაიბევა თუ არა სომხეთის პრემიერმა პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში, პრეზიდენტი ზელენსკის მსგავსად, მაგრამ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის თბილი დახვედრა, რომელსაორიოდე მორიგე ფრაზით გამოეხმაურნენ, ერთ რამეზე მოწმობს - აშშ-ის საელჩოს სომხეთში, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, „ფარდას ხდიან“ და აქცენტი ურჩი საქართველოდან ერევანზე გადადის.

   სურათის სისავსისთვის დავამატებ გასული წლის ნოემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან; ასევე გასული კვირის მოვლენას - განცხადება სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის შექმნის შესახებ. ვაფიქსირებთ, რომ ერევანში, ОДКБ-მისიის მიმართულებაზე მუშაობის ლოგიკური დასასრულის გარეშე, ამჯობინეს არჩევანის გაკეთება ევროკავშირის სასარგებლოდ. ევროკავშირის მცდელობამ ნებისმიერ ფასად მოიკიდოს ფეხი სომხეთში, შეამციროს რუსეთის შუამავლობა, შეიძლება ზიანი მიაყენოს სომხების და აზერბაიჯანელების ფუნდამენტურ ინტერესებს რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისკენ დაბრუნების სწრაფვაში“, - ნათქვამია გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

   მაშ, რატომ შეჰყავთ დღეს სომხებ თავისი სომხეთი ტურბულენტობის ზონაში უფრო და უფრო ღრმად, საიდანაც საქართველო ვაივაგლახით ცდილობს თავის დაღწევას? ნუთუ არასაკმარისიმაგალითები - თუ რას იწვევს რუსეთთან კონფრონტაცია? საკმარისია გადახედოთ საქართველოს, რათა დავრწმუნდეთ, თუ რამდენად მატყუარა და არასანდო არიან დასავლელი პარტნიორები, ვისი ბრალითაც ეუთოს მინსკის ჯგუფმა ყარაბაღის საკითხებში საქმიანობა ისეთივე კრახით დაასრულა, როგორც ჩავარდა მინსკის შეთანხმებები უკრაინასთან დაკავშირებით! რატომ არ ეჭვეს ერევანში ქვეყნის მბრძანებლებმა, რომ თუ მინსკის შეთანხმების დასავლელმა ხელმომწერებმა დრო განგებ გააჭიანურეს, რათა კიევი უკეთ მომზადებულიყო რუსეთზე თავდასხმისთვის ყირიმის დასაბრუნებლად და დონბასის დასაპყრობად, მაშინ ეუთოს მინსკის ჯგუფის შემადგენლობაში მავე დასავლელმა გაიძვერები დროს განგებ აჭიანურებებდნენ, რათა აზერბაიჯანი უკეთ მომზადებულიყო ყარაბაღის ბლიცკრიგისთვის, რომელიც მან წარმატებით ჩაატარა კიდევაც 2020 წელს?! ნუთუ სომხებისთვის გაუგებარია, რომ აშშ ისევე დატოვებს უკრაინას, ოგორც მოკურცხლეს ავღანეთსა და სირიიდან, სადაც მხოლოდ რუსეთმა შეძლო აშშ-ის და მსოფლიოს გადარჩენა ISIS-ის ტერორისტებისგან? როგორ შეიძლება დადო ფსონი სტრატეგიულ პარტნიორობაზე ქვეყანასთან, რომლის კორუმპირებულმა პრეზიდენტმაუკრაინაში ათობიმილიონი დოლარი იშოვა გაზის მაქინაციებში თავის ვაჟთან ერთად? რომელმაც მოიპარა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებსათავის ავტოფარეხში, 1967 წლის საკულტო ავტომობილში „Chevrolet Corvette Stingray“ ინახავდა?!

   ამქვეყნად მხოლოდ ორი ერი რსებობს - ჭკვიანებისდა სულელების ერები. არ არსებობს კარგი და ცუდი ხალხები - არიან კარგი და ცუდი მმართველები“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის გამოსვლიდან მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის „ცივილიზაციათა დიალოგის“ მე-VIII სესიაზე, კუნძული როდოსი, 2010 წლის 9 ოქტომბერი. მაშ, რა ერს მიეკუთვნება ხალხი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ აქვს სააკაშვილის მაგალითი და საქართველოში მომხდარი ტრაგედია, რომელიც დღემდე გრძელდება ქართველების ამ საბედისწერო შეცდომის გამო (დაკარგული ტერიტორიები, სამოქალაქო დაპირისპირება, რუსეთთან დაპირისპირება), დაუშვა ხელისუფლებაში სააკაშვილის სომეხორეული - ნიკოლ ფაშინიანი?! თუმცა სააკაშვილიც ნახევრად სომეხია… არადა, ამჟამინდელი სომხეთის ხელმძღვანელები უფრო ჭკვიანები რომ ყოფილიყვნენ, სომხეთს შეეძლო დაებრუნებინა არარატი, ასე კი - დაკარგა ყარაბაღი და შეიძლება დაკარგოს ერევანიც, თუ სომეხი ხალხი ისევ არ გამოვქუჩაში და არ გამოასწორებს თავის შეცდომა...

აქ საქმე ის კი არ არის, რომ სააკაშვილი და ფაშინიანი არ შეესაბამება უძველესი კულტურის მქონე ორი ერის მაღალ ინტელექტუალური ლიდერის ეტალონს, არამედ ის, რომ ჭკვიან ლიდერს შეუძლია დღევანდელი ვითარებაც კი სომხეთიეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოაქციოს! იმის ნაცვლად, რომ განაწყენებულიყო და რუსეთთან ურთიერთობა შეეწყვიტა, სომხეთის პრემიერმა, თუკი, რა თქმა უნდა, არ ასრულებს ვაშინგტონის ინსტრუქციას როგორც სააკაშვილმა 2008 წელს, იტყოდა: შესანიშნავია! ვინაიდან რუსეთი პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ არ შეეწინააღმდეგა აზერბაიჯანს მის აღდგენაში, მაშინ, ძვირფასო რუსეთო, სტრატეგიულმოკავშირეЕАЭС-სა და ОДКБ-ში, გამოასწორკიდევ ერთი ისტორიული უსამართლობა - გვიშუამდგომლე ენს პარტნიორთან - თურქეთთან, რომელსაც საერთაშორისო ენერგეტიკულ ჰაბად აქცევ, დაგვიბრუნოს არარატი - სომხეთის სიმბოლო! დიდი ამბავი, თუ სომხეთის საზღვარი მდინარე არაქსზე სულ რაღაც 30 კილომეტრით გადაიწევს…“.

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 29 იანვარი
საქართველო, თბილისი