უცხოეთი
პუტინი: გერმანიაში ამერიკის საოკუპაციო ჯარები არიან განლაგებული

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გერმანიის ოკუპაციის დასრულება ლეგალურად არ გააფორმა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის „საოკუპაციო ჯარები“ გერმანიის ტერიტორიაზე დღემდე იმყოფებიან.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია 4 სექტორად დაიყო - ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და საბჭოთა სექტორად. შემდგომში მოსკოვმა ლეგალურად გააფორმა საოკუპაციო სტატუსის შეწყვეტა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არა.

ფორმალურად და ლეგალურად, ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამერიკის საოკუპაციო ჯარები არიან განლაგებული და თავად გერმანელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია არასოდეს ყოფილა სუვერენული სახელმწიფო ამ სიტყვის სრული გაგებით“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც უკრაინას 14 „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკის მიწოდება აღუთქვა.

pia.ge