აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6451 ლარი გახდა

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.