საზოგადოება
ანდრეი კასიანოვი: ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალი ვერსია, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში უნდა იყოს წაკითხული.

ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში“, – განუცხადა კასიანოვმა „ფორმულას“.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.