სამართალი
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი 24 იანვარსდაუდასტურდა. ის მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ყოფილმა პრეზიდენტმა "ვივამედში" გონება კვლავ დაკარგა.