პოლიტიკა
ანდრეი კასიანოვი: საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო“, - განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევის ფაქტს.