აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8789 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0100 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.