საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „რვიანის“ შეთავაზებაზე ხელისუფლებას პასუხი უკვე მზად აქვს“

alasania_irakli2როგორც გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, ოპოზიციური „რვიანის“ შეთავაზებაზე ხელისუფლებას პასუხი უკვე მზად აქვს და მას საზოგადოება მალე გაეცნობა.

„ჩვენ განვიხილავთ ხელისუფლების მოსაზრებებს და თუ ეს საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, შევთანხმდებით კიდეც. სავარაუდოდ, ათ დღეში ბევრი რამ ცხადი გახდება“, – აცხადებს ალასანია.

ამასთან, ალასანია დარწმუნებულია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი აუცილებლად დადებითი შედეგით დასრულდება და საბოლოო შეთანხმებაც მალე შედგება.

რაც შეეხება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ მოლაპარაკებებით „რვიანის“ წევრები რამდენიმე მანდატის მოპოვებას ცდილობენ, არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მას თანამდებობისთვის ბრძოლას ვერავინ დააბრალებს.