პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვიეტნამური სინდრომი“ - ათუაშვილს მოელანდა, რომ ისევ ავღანეთშია და „აფხაზეთისთვის“ ომობს

   სააკაშვილის ნაცებისა და აშშ-ის ელჩის ოცნება ახდა - როგორც იქნა, საქართველო ამერიკას დაემსგავსა! ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში ამერიკისთვის ომობდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და, რესოციალიზაცია გაუვლელები, ბანკებს ძარცვავენ, სამოქალაქო მოსახლეობას ცხრილავენ და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ, როგორც ამას ვიეტნამიდან შინ დაბრუნებული ამერიკელი სამხედროები სჩადიოდნენ. გადამდგარი ქართველი სამხედროები, როგორც მამლუქები, დაქირავებულ კრიმინალებთან ერთად უკრაინაში საბრძოლველად გაემართნენ, მაგრამ აპირებენ საქართველოში „ტანკებით დაბრუნებას აფხაზეთის გავლით“ და თბილისში სამხედრო გადატრიალების მოწყობას. 10 თვეში უკრაინის ომში იმდენივე ქართველი დაიღუპა, რამდენიც 12 წლის განმავლობაში ერაყსა და ავღანეთში - 40 მებრძოლი, მაგრამ ისინი ყველანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულ გმირებად ითვლებიან, ამიტომ მათ სახელმწიფოს ხარჯზე კრძალავენ, ტაძრებში სულის მოსახსენიებელს უხდიან და მიწას სამხედრო პატივით აბარებენ, როგორც 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულებს. უფალი კი რამს და რანგარეული ქართველების თვალთმაქცობას ზემოდან სინანულით დაჰყურებს...

   სხვისი ომები სხვის მიწაზე, რომლებშიც მოტყუებული ქართველები მონაწილეობდნენ, კიდევ დიდხანს არ დასრულდება - ერაყში, ავღანეთსა თუ უკრაინაში ნაბრძოლნი საქართველოში დაბრუნების შემდგომაც ომს გააგრძელებენ, როგორც გასულ კვირას ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში გააკეთა, რადგან ეგონა, რომ ისევ ავღანეთშია და აფხაზეთისთვის“ ომობს! ამიტომ ნატოს მისიებში დაღუპულ ორმოც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს გასულ ხუთშაბათს საგარეჯოში ათი მოკლული და დაჭრილი მიეთვალა.

   ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქართველები სასაცილოდ აიგდებდნენ ყველას, ვინც განაცხადებდა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებები დაკანონდება, მაგრამ ეს მოხდა. სამაგიეროდ, უფრო მეტად დავუახლოვდით ევროპას და გავმდიდრდით“ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებთან ზიარებით...

   ქართველები ვერასოდეს დაიჯერებდნენ, რომ საქართველოში შეიარაღებული ადამიანები, მითუმეტეს - ყოფილი ქართველი სამხედროები, მძევლებს აიყვანდნენ და ბანკებს გაძარცვავდნენ, როგორც დასავლეთში და კინოში ყოველდღე ხდება, მაგრამ ესეც რეალობად იქცა, ავღანეთში ნაბრძოლ ბადრი ესებუას, რომელმაც 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა, კიდევ შეიძლება გავუგოთ - მან მოთხოვნილი ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო და დღემდე ბედნიერია!

   მაგრამ ქართველმა ოფიცერმა, ორდენოსანმა ნოდარ ათუაშვილმა, რომელიც 15 წელი მონაწილეოდბა სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში, რატომ დაცხრილა ცხრა სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი, შემდეგ კი თავი მოიკლა? დიახ, პირველი სისხლი დაიღვარა - გასულ კვირას საგარეჯოში, როგორც ევროქართველების ნანატრ დასავლეთში, უაზრო და საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა, ამიტომ დღეს „ვიეტნამურ სინდრომზე“ მოგიყვებით.

   გაიხსენეთ ბოევიკი რემბო: პირველი სისხლი“ - რა მოიმოქმედა ვიეტნამის ომის ვეტერანმა ჯონ რემბომ, როცა პოლიციელებმა უსამართლოდ შეავიწროეს. ვიეტნამის ომში აშშ - ნომერ პირველი ბირთვული ზესახელმწიფო - სამარცხვინოდ დამარცხდა, როგორც გასულ წელს - ავღანეთიდან სამარცხვინოდ გაიქცა და როგორც წააგებს უკრაინაში, რადგან მისი საქმე სამართლიანი არ არის! ვაშინგტონმა ვიეტნამში ოპერაცია როგორც ბლიცკრიგი დაგეგმა, მაგრამ ის წლობით გაჭიანურდა და ამერიკელი ჯარისკაცები მიხვდნენ, რომ მობილიზებული იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გასანადგურებლად! სახლში ცოცხლად დაბრუნებულთა უმეტესობამ ეს საშინელი უსამარლობა ვერა და ვერ დაივიწყა და ვერც გადაიტანა. ამერიკელი ჯარისკაცები, თავს განმათავისუფლებლებად, როგორც თავიდან, კი არ გრძნობდნენ, მკვლელებად და სადისტებად იქცნენ, როცა უიარაღო ტყვეებს ხოცავდნენ და სოფლებს მოხუცებიან-ქალიან-ბავშვიანად ნაპალმში ბუგავდნენ! მარტო ქიმიური იარაღის გამოყენებით აშშ-მ 400 ათასი ვიეტნამელი გაანადგურა (ოპერაცია რანჩო“, „Agent Orange” დიოქსინის შემცველი ნაზავით ვიეტნამელები დღემდე იხოცებიან). "დიდი ამბავი", თუ ერთი მუჭა ქართველებიანი საქართველო გადადგურდება!

   მაგრამ ვიეტკონგელებმა ბრძოლა ისწავლეს და ამერიკელებს თავზარი დასცეს, კოშმარი, რომ ჯუნგლებიდან მოულოდნელად გამოჩენილი ვიეტკონგელები უმოწყალოდ უსწორდებიან, შინ დაბრუნებულ ამერიკელ ჯარისკაცებს დღედაღამ, მთელი ცხოვრება თან სდევდა, უბიძგებდა თანამოქალაქეების მიმართ უაზრო დანაშაულისკენ და თვითმკვლელობისკენ! ფაქტმა, რომ ისინი მოატყუეს, გამოიყენეს ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში და მერე ჭუჭყიანი ხელთათმანივით მიაგდეს, რომ ყველგან მტერია ჩასაფრებული, ვიეტნამის ომის ვეტერანებს ჭკუიდან შლიდა და საფლავში ჩაჰყავდა! გახსოვთ – მეთაური ყორანს იძახებს“? – ჯონ რემბოს საუბარი პოლკოვნიკ ტრაუტმანთან, თუ როგორ დაიღუპა მისი ჯგუფი, რომელსაც „ცენტრმა“ უღალატა? სწორედ ესაა „ვიეტნამური სინდრომი“, რომლითაც დაავადდნენ ნატო-აშშ-ის ოპერაციებში მებრძოლი ქართველები, რაც ელოდება დღეს უკრაინაში მებრძოლ ყველა ქართველ დაქირავებულს! ხოლო ჩვენს გმირ ბაბუებსა და ბებიებს, გაცილებით უფრო მძიმე დიდი სამამულო ომის შემდეგ არ აწუხებდათ არავითარი ფსიქიკური აშლილობა და სინდრომი, არავინ და არაფერი ელანდებოდათ, რადგან იბრძოდნენ სამართლიანი საქმისთვის, იცავდნენ სამშობლოს და გაიმარჯვეს კიდეც!

   სამედიცინო ლიტერტურაში „ვიეტნამური სინდრომი“ აღწერილია როგორც პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ანუ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ფსიქიკაზე ზემძლავრი ნეგატიური ზემოქმედების მოვლენებით. დიახ, ეს გახლავთ ნოდარ ათუნაშვილის დიაგნოზი და საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის მიზეზიც... მოვლენის ტრავმული ხასიათი მჭიდრო კავშირშია საკუთარი უმწეობის განცდასთან სახიფათო სიტუაციაში ეფექტიანი მოქმედების შეუძლებლობის გამო, როდესაც ადამიანს გადარჩენის ერთი ბეწო შანსიც კი არ აქვს“, - ვკითხულობთ ფსიქიატრიის სახელმძღვანელოში, - „ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ნარჩუნდება ისეთი დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ფსიქოპათოლოგიური ხელახალი განცდა, ღამის კოშმარები და შფოთვის მაღალი დონე და ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ტრავმის, ასევე მრავალი წლის შემდეგაც“ (!). და კიდევ ერთი ციტატა: „პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკის შეტევები, ადიქცია, სუიციდური ქცევა, აგრესიულობა“.

   დარწმუნებული ვარ, ამ სტრიქონების წაკითხვისას მკითხველმა შოკი განიცადა, რადგანაც ყოველი ზემოთ მოყვანილი ფრაზა ქართველ მეომრეებს ეხება, მათ შორის - „ვიეტნამური სინდრომით“ დაავადებულ ვეტერანს, ნოდარ ათუაშვილს, რომელმაც წინა კვირას საგარეჯოში სისხლიანი სასაკლაო მოაწყო! ერაყსა და ავღანეთში თქვენ იბრძვით თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად! ამისთვის საქართველოს ნატოში მიიღებენ, ხოლო ნატო დაეხმარება საქართველოს, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები! - 12 წლის განმავლობაში შთააგონებდა დასავლური პროპაგანდა გულუბრყვილო ქართველ ჯარისკაცებს და ოკუპანტ აგრესორებად აგზავნიდა საერთაშორისო მისიებში! ავღანელები ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ გურჯებს, სანამ ქართულმა კონტინგენტმა - ყველაზე მრავალრიცხოვანმა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის! - მათ მიწაზე ჩექმა არ დაადგა... ავღანეთმა საბჭოთა კავშირიც და ამერიკაც დაამარცხა, სჭირდებოდა კი საქართველოს ასეთი დაუმარცხებელი მტერი?! აშშ-მა ავღანეთიდან ქართულ კონტიგენტზე ადრე მოკურცხლა, საქართველო ნატოში არ მიიღეს და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც არ დაუბრუნეს, რისთვის ვიბრძოდით და ვიხოცებოდით?- ნანობენ დღეს „ვიეტნამური სინდრომით“ დაავადებული ქართველი მეომრები, - ფულიც კი ვერ შევაგროვეთ და დღეს არავის უნდივართ.“.

   ნოდარ ათუაშვილი მიხვდა, რომ ერაყსა და ავღანეთში 40 ქართველი ჯარისკაცი ტყუილუბრალოდ დაიღუპა, ისინი თავიდანვე სასიკვდილოდ გაწირეს, ასობით დაჭრილსა და ხეიბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ათუაშვილი ხედავდა თუ როგორ უხდიდნენ ქართველებს ამერიკელებზე ათობით ათასი დოლარით ნაკლებ ხელფასს, თუმცა ქართველები არანაკლებ და ზოგჯერ ამერიკელებზე მეტადაც რისკავდნენ (რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკელების დიდ სამხედრო პენსიებზე). ქართული კონტინგენტი, რომელიც ასრულებდა ამერიკული ბაზების დაცვის და პატრულირების საბრძოლო ამოცანებს, მუდმივი შფოთვისა და საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა - ვღანელები ბაზებს ხშირად ესხმოდნენ თავს, ხოლო ნებისმიერ "უპოვარს", არასრულწლოვან მაწანწალას ან "საბრალო ავღანელ მათხოვარს", მიწაზე ფეხშველა მჯდომსა და მოსასხამში გახვეულს, შეეძლო კობრასავით შეეტია მიახლოებულპატრული ჯარისკაცისთვის და ტანსაცმლის ფართე სახელოებში დამალული ჟანგიანი დანებით ორივე მხრიდან სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა თირკმელებში, როგორც ეს არაერთხელ მოხდა! ათუაშვილმა, ისევე როგორც ყველა ჯარისკაცმა, ვინც ავღანეთი გამოიარა, იცოდა, რომ დღეს თუ სასწაულებრივად გადარჩა, ხვალ შეიძლება მოკლან, მაგრამ ვერაფერს იღონებს კონტრაქტის დასრულებამდე. ნახეთ - როგორ მოკლა უბედურები ათუაშვილმა, რომლისთვისაც, რემბოს მსგავსად, დანა კულტს წარმოადგენდა (შარშან თადარიგში გასული, ყველასგან დავიწყებული და ყველასთვის ზედმეტი, თავს საკუთარი ხელით დამზადებული დანების გაყიდვით ირჩენდა, მაგრამ უკრაინაში დაქირავებულ მკვლელად არ წავიდა - ჭუჭყიან დოლარებზე არ გაიყიდა!) - ათუაშვილი „კალაშნიკოვით“ ხელში თავისი ბინის ერთი აივნიდან მეორეზე დარბოდა, რადგან მოელანდა, რომ თავს სამხედრო ბაზის მოალყე მოჯაჰედებისგან იცავდა! ავღანეთში კი, როგორც ათუაშვილს სააკაშვილი-კეზერაშვილის პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა შთაუნერგეს, ის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად იბრძოდა! საგარეჯოელებმა კი მარტო დღეს „გაიღვიძეს“ და იხსენებენ, თუ როგორ დასდევდა „ვიეტნამური სინდრომით“ დაავადებული ათუაშვილი თავის მეუღლეს, დღისით-მზისით, „მაკაროვით“ ხელში...

   „მოკალი! მოკალი! დაასწარი - მოკალი და გადარჩები!“ - ყოველ წუთს პულსირებდა ათუაშვილის ქვეცნობიერი სხვადასხვა ომში 15-წლიანი მონაწილეობისას. და ისიც კლავდა, რადგან სამხედრომ, ბრძოლის გარდა, არაფერი იცის, ხოლო ბრძოლა ესაა ხელოვნება მოკლა პირველმა, რათა გადარჩე! თუმცა, სხვა საქმეა, კლავდე იმ აზრით, რომ შენ გმირი ხარ, რომელსაც სამშობლო ელოდება და სულ სხვაა, მკვლელივით ფულის გამო ხოცო. ორი წლის წინ სამხედრო სამსახურიდან წამოსული ათუაშვილი შინ დაბრუნდა და დაინახა, რომ სამშობლო მას არ ელოდა... ამიტომ ათუაშვილი თავის იარაღს „შავი დღისთვის“ ინახავდა, რადგან შიშობდა, რომ სამშობლოში, ადრე თუ გვიან, მას მკვლელს დაუძახებდნენ და შეავიწროებენ, როგორც იმ ფილმში პოლიციელები მოექცნენ ვიეტნამში გადარჩენილ რემბოს. ერაყში, ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში და სხვა მისიებში გადარჩენილებს საქართველოში გმირრებად ხომ უკვე აღარ თვლიან.

ნამდვილად მინდოდა გახსენება, მაგრამ მომიწევს: შარშან დავკარგე ჩემი ბავშვობის ძმაკაცი (არ მინდა მისი ახლობლების შეწუხება და სახელს არ ვიტყვი), ის აფხაზეთში გმირულად იბრძოდა, გასულ წელს კი, უკვე მძიმე ორმხრივი პნევმონიით, სასწრაფომ“ვივა მედიში გადაიყვანა, სადაც სააკაშვილი უკვე „მკურნალობდა. ემერჯენსთან ბევრი შეიარაღებულ ფორმიანის დანახვისას (კლინიკის დაცვა გააძლიერეს სააკაშვილის იქ ყოფნის გამო), ჩემმა ძმაკაცმა გადაწყვიტა, რომ ისევ აფხაზეთში და აფხაზები მის დასატყვევებლად მოვიდნენ, რის შემდეგაც დალეწა ყველაფერი, რაც მწოლიარეს ხელთ მოხვდა. მედპერსონალმა კი, დახმარების ნაცვლად, აღშფოთება გამოხატა - აქაოდა, ასეთ შლეგს ვერ გავუმკლავდებით! - და ჩემი მკაცის ოჯახის წევებ იძულებული გახდნენ წაეყვანათ იგი ალადაშვილში, სადაც ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა - ტრანსპორტირებისას მეტისმეტად ბევრი ძვირფასი დრო დაიკარგა ...

   ეხლა მინდა ვკითხო ამ უსიმპატიო ქალბატონს - "ემპათიის" ხელმძღვანელს: რატომ იქექება უკვე ერთი წელია სიმულანტ სააკაშვილის განავალში იმის ნაცვლად, რომ ომგამოვლილი ბიჭების ფსიქიკის რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას მიხედოს?!

   მინდა ვკითხო ამერიკის ელჩ კელი დეგნანს, რომელსაც თბილისში „კარინა დემირჩანს“ იძახიან და რომელმაც გასულ პარასკევს ტელევიზიით იცრუა, რომ „რუსეთს სურს წაართვას ქართველებს ენა, იდენტობა და სუვერენიტეტი“, ამიტომ, აქაოდა, არ არის საჭირო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაო: მაშ, რა ვუყოთ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ ვიეტნამური სინდრომით დაავადებულ ქართველებ, აშშ- ინტერესებისთვის რომ იბრძოდნენ? რატომ არ ფიქრობს პენტაგონი მათ რეაბილიტაციაზე? რა ვუყოთ მათ, ვინც უკრაინიდან იარაღით ხელში დაბრუნდება, რათა შური იძიოს თანამემამულებზე, მავე მამულაშვილისქართულ ლეგიონ“? ქართველებმა ქართველები ისევ უნდა დახოცონ, თქვენ ეს გინდათ?!

მინდა ვკითხო ყველას, ვინც უკმაყოფილოა, რომ დღეს, უახლეს ისტორიაში პირველად, საქართველო არსად არავის ომება, ანუ ვკითხო ზელენსკი-ჰარამხანას ხროვას, კარინა დემირჩიანს“ და მის სახდეპელ „ხაზეინობას“ და, რა თქმა უნდა, უკრაინის რადას და სააკაშვილის რადი-კალურ ოპოზიციას: ნუთუ საჭიროა კიდევ ათასობით ქართველ ეომოს რუსეთ, როგორ ეს თქვენ გინდებლარიან?! თავს დაესხან რუსეთის ბაზებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ოცნების მშვიდობიანი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ?! იმ ომში ვინც გადარჩება, ხომ აუცილებლად „ვიეტნამური სინდრომით“ დაავადდება?!

დასასრულ, არ შემიძლია არ ვუპასუხო რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ მთავრობას ყოფილი სამხედროებისადმი ყურადღების ნაკლებობაში, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს მათ გასანეიტრალებლად პრევენციული ზომების მიღების უუნარობაში. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ხელისუფლება ვერ გაუწევს კონკურენციას სააკაშვილის გენერლებსა და პოლკოვნიკებს - ჩვეულებრივ გადამბირებლებს, რომლებიც დაქირავებულებს თვეში ათასობით დოლარს სთავაზობენ და „ქართული ლეგიონში“, „აზოვში“, „გალიჩინასა“ თუ სხვა ფორმირებებში აგზავნიან. რაც შეეხება გომელაურს, ის სპეცსამსახურის სტაჟიანი პროფესიონალი და ამჟამად ქვეყნის მთარი პოლიციელია, ხოლო სპეცსამსახურები და პოლიცია ყოველთვის ნაკლებ ეფექტიანია არმიის, მით უმეტეს, სამხედროების პირისპირ, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს და ცხელ წერტილებში იბრძოდნენ. არა იმიტომ, რომ ასობით წვრთნაც კი ვერ ასწავლის იმდენს, რამდენსაც ერთი ნამდვილი ომი, და არა იმიტომ, რომ არმიაში უკეთესი იარაღია, არამედ იმიტომ, რომ სპეცრაზმის თანამშრომელი და პოლიციელი ვერასოდეს გაუგებენ ომგამოვლილ სამხედროს, რომელსაც „ვიეტნამური სინდრომი“ ტანჯავს.

 

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 24 იანვარი
საქართველო, თბილისი