აქტუალური
საზოგადოებრივი კონფერენცია „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“

konferenc_zal2011 წლის 25 ივნისს, 13 საათზე, სასტუმრო “BETSY”S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მაყაშვილის ქ. №132-34; www.betsyhotel.com) გაიმართება დიდი სამამულო ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზოგადოებრივი კონფერენცია „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწენი, ჟურნალისტები.

განსახილველი თემებია:

– ომისშემდგომი ვითარება ევროპაში; ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის როლი ჩეხოსლოვაკიის დანაწევრებაში; ჰიტლერის მიერ ევროპის დაპყრობა; სსრ კავშირის მცდელობა დასავლეთის ქვეყნების ანტიჰიტლერული კავშირის შექმნაში დაყოლიებაზე;

– დასავლეთის ქვეყნების როლი სსრ კავშირზე თავდასასხმელად ჰიტლერის წაქეზებაში; სსრ კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების დადებითი როლი; სსრ კავშირის მზადყოფნა აგრესიის მოსაგერიებლად; ომის საწყის ეტაპზე წარუმატებლობის მიზეზები;

– საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ომის გამოცხადებაზე; ომში გაწვევა და მოხალისეთა მოძრაობა; მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი საზოგადოებაში;

– საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედი ჰიტლერის დაპყრობილი ტერიტორიების მოწყობის გეგმებში;

– დიდი სამამულო ომის მიზეზები და შედეგები თანამედროვე სახელმწიფოებრივ საინფორმაციო პოლიტიკაში;

– ომის ისტორიის ფალსიფიკაცია ანტიჰიტლერული კოალიციის წევრების – დასავლეთის ქვეყნების, სასარგებლოდ;

– საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი დამოკიდებულება ომისა და დაღუპული თანამემამულეების ხოვნისადმი.

კონფერენციის ორგანიზატორები: არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, ევრაზიის ინსტიტუტი ომის ვეტერანთა რესპუბლიკურ საბჭოსთან ერთად.

საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“; ყოველკვირეული გაზეთები: „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“; ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“.

კონფერენცია ერთ დღეს გაგრძელდება.