პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ეს რა უბედურებაა - თბილისი ურთიერთობაა, თუ უმადურობა?!

   „საბჭოთა საქართველოს ბოლო ოცი წლის ცეკას და რაიკომის თითქმის ყველა მდივანს ვიცნობდი. ზოგიერთი მართლაც ულამაზოდ იქცეოდა, ვაღიარებ. უარგისი, ამპარტავანი, თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო. მაგრამ ეს ულამაზობა და ამპარტავნება არაფერია იმ უმადურობასა და უტიფრობასთან, რასაც დღეს ვუყურებთ! უზრდელობას რომ თავი დავანებოთ - ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ქუჩაში, რა აგრესიულად, ძველბიჭურად და თავხედურად იქცევა ბევრი მოქალაქე - გამვლელი თუ მძღოლი, სერვისის თანამშრომელი და, ზოგჯერ, ძალოვანიც კი. მე სხვა რამე მიკვირს - რაც სააკაშვილის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლებოდა და მართლა მიღწევა იყო, ნახევარზე მეტი ივანიშვილის ფულით დაფინანსებული იყო - საკმარისია მარტო ჯარში და პოლიციაში რეფორმებისა და აშენებული ობიექტების დასახელება. ოჯახაშენებულებო, დღეს რომ დგახართ და ბიძინას ლანძღავთ, ერთხელ ერთი სიტყვით მაინც ამას რატომ არ იხსენებ — სააკაშვილი ხარ, მერაბიშვილი, თუ მამაძაღლისშვილი?! ეს ხომ ასობით მილიონი დოლარი იყო, და არა მათხოვრისთვის მიგდებული ხურდა! მამალი ნაცი მერაბ სეფაშვილი დღეს რომ დგას კამერებთან კარგი ვაჟკაცივით და მაღალფარდოვანი სიტყვებით ბუბას იხსენებს - ძმაკაცები ვიყავითო და ა.შ. გასაგებია, რომ შენი გმირი მიშაა, რაც უმღერე კიდეც, მაგრამ დედაშენი რომ კვდებოდა და კაპიკი ფული არ ჰქონდა ოპერაციის გასაკეთებლად, სად იყავი, იუზგარ?! "ქართულმა ოცნებამ" დააფინანსა სეფაშვილის დედის ოპერაცია და ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად ამყოფოს, ჩემი მშობლების ჯვრისწერაზე ეკლესიაში და ჩვენთან სახლშიც სტუმრობდა ძალიან ვიწრო წრეში, ახლობელია (ფეისბუქზე მიდევს ვიდეო და შეგიძლიათ იხილოთ), მაგრამ ერთი სამადლობელი სიტყვა როგორ არ უნდა წამოგცდეს ამ ხელისუფლების მისამართით, ვინც დედა გადაგირჩინა?! თაკო ჩარკვიანივით, თუმცა თაკო კარგი შვილია, და შენ — უვარგისი! რაც შეეხება ბუბას - კი, მეგობარი იყო მამაჩემის, დიახ, უდიდეს პატივ ვცემ, როგორც ხელოვანს, მაგრამ უაღრესად უარყოფითად ვაფასებ მის "მოღვაწეობას" სცენის იქით... დღეს ტელევიზიით ვუყურე ამ კეკლუცობისა და ორპირობის მდაბიო ფოიერვერკს ბუბას პანაშვიდზე — და, ამავდროულად, ვკითხულობდი ასობით გულწრფელ და მართლაც ცრემლის მომგვრელ სამძიმარს რუსულ მედიაში, ტელეარხებზე.... სირცხვილია უბრალოდ, ქართველებო, ყველა სეფაშვილ-სააკაშვილად ხომ არ უნდა გადაიქცეთ?!“ - - წერს თავის Facebook-გვერძე საქინფორმის მთავრი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2023 წლის 18 იანვარი
საქართველო, თბილისი