რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დიდი მუნჯი მერაბიშვილი - ფანტონაცი მელიას და გუჟული ალასანიას წინააღმდეგ

   დიადი მუნჯის კეთილი გენია ჩარლი ჩაპლინი უსიტყვოდ უსწორდებოდა თავის გამანაწყენებლებს. „ქართული ოცნების“ კეთილი გენია უსიტყვოდ გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია მისი გაერთიანებისთვის ხელის შეშლით. თუ 2012 წელს ქსელში გამოჩნდა ვიდეოები სააკაშვილის რეჟიმის მმართველობისას საშინელი წამების შესახებ, რის შედეგადაც „ნაცმოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ოპოზიციაში გადავიდა, დღეს ქართველი საზოგადოება გაამხიარულა ქსელში გაჩენილმა აუდიოჩანაწერებმა, რომლებმაც საბოლოოდ გამოაცალეს ნიადაგი მთავარ ოპოზიციურ პარტიას მისი თავმჯდომარის ხელახალი არჩევის წინ.

   "ქართული ოცნების" კეთილი გენია - ის კი არაა, ვისზეც მკითხველმა ახლა გაიფიქრა, არამედ ჩაპლინივით კაფანდარა, სააკაშვილის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრი - ვანო მერაბიშვილი, „ხერხემალა ვანიჩკა“, როგორც მოფერებით ეძახიან საქართველოში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდედან ცეროდენა გლეხს. მრწამსით - კათოლიკე, სომხური ფესვების მქონე მერაბიშვილი ნამდვილი რუხი კარდინალი აღმოჩნდა - მისი დავალებით, ათიათასობით ვიდეოჩანაწერი წინდახედულად იქნა გადაღებული არა მხოლოდ ქართულ ციხეებში წამებასა და რეჟიმის სხვა დანაშაულებზე, რომლის მთავარი პოლიციელიც თვითონ იყო, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და საზოგადოებაში ცნობილი სახეების ინტიმური ცხოვრების შესახებაც. ეს ფაილები სამუდამო კომპრომატია და მათი გამოყენება შანტაჟის მიზნით ნებისმიერ დროს შეიძლება. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერაბიშვილმა, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სასჯელის მოხდის შემდეგაც კი შეინარჩუნა წვდომა ფარული თვალთვალის მასალებზე. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული, ბოლო დროს გავრცელებული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერები, რომლებიც ახდენს სააკაშვილის კომპრომეტირებას და ამავდროულად ურტყამს მერაბიშვილისთვის არასასურველი, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას შიდაპარტიულ რეიტინგს.

ამით მერაბიშვილმა, თუკი მასალების გავრცელება ნამდვილად მისი ნამოქმედარია (რაშიც საქართველოში არავის ეპარება ეჭვი), არა მარტო მეორედ აამა „ქართულ ოცნებას“, რადგან ვანიჩკას მიზანია „ნაცმოძრაობის“ ხელში ჩაგდება და ამ მიზნის მისაღწევად რუხი კარდინალის მეთოდები, რომელიც ფანტონაცი მელიასავით, არც ქარიზმას ფლობს, არც ელექტორატს და არც ორატორულ უნარებს, მისივე მსგავსია, ანუ რუხი, ჩრდილოვანი, წელსქვედა. თუმცაღა, მოსმენების ჩანაწერების გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ არღვევს ადამიანის უფლებას სატელეფონო საუბრების საიდუმლოებაზე, ჩვეულებრივ, არ ხდება გამოძიების საგანი, თუკი შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. საკითხავია, რა უფრო ამორალურია: ასეთი კომპრომატების გასაიდუმლოება და მისი გამოყენება ფარული თვალთვალის მასალებში მოფიგურირე პერსონების დასაშანტაჟებლად, თუ მასალების საჯაროგამოფენა, არაკეთილსაიმედოთა საჯაროდ გამოაშკარავება და საზოგადოების გაკიცხვის საგნად მათი გადაქცევა? მიმაჩნია, რომ მოსმენების ფაილებმა გაჟონა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ბაზიდან, წელიწად-ნახევრის წინ, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლამდე რომ გატეხეს, რომლის მასალებიც 2021 წლის 12 სექტემბერს გაჩნდა Darknet-ში - ე.წ. ჩრდილოვან ინტერნეტში (ქსელის ფარულ სეგმენტი, რომელიც მხოლოდ სპეციალიზებული ბრაუზერებითაა ხელმისაწვდომი).

დიდი მუნჯი მერაბიშვილის“ - ენაბრგვილობის გამო სიტყვაძუნწი ვანიჩკას თემის დასასრულს აღვნიშნავ, რომ 2014-2021 წლების ათასობით ფაილი სუს-ის გატეხილი მონაცემთა ბაზიდან Darknet-ში საკმარისზე მეტხანს იდო იმისათვის, რომ ნებისმიერ გამოცდილ მომხმარებელს მრავალჯერ ჩამოეტვირთა, რითაც, დიდი ალბათობით, ისარგებლა მერაბიშვილმა და დაამატა ისინი ათიათასობით ფაილს, რომელიც მისი შს მინისტრობისას იქნა შექმნილი - შენახული. მათი ასლები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აღმოაჩინა და გაანადგურა 2012 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ინფორმაციის მატარებლებზე შენახული ასლები არაფრით განსხვავდება ორიგინალისგან და მერაბიშვილის გარდა ვინ წაიღო ისინი სახლში, უცნობია... მერაბიშვილმა კი არა, აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც კი წაიღო სახლში საიდუმლო დოკუმენტები, რომლებსაც ავტოფარეხში, საყვარელ ავტომანქანაში ინახავდა! ხელი გულზე დავიდოთ და ვაღიაროთ - რამდენი ასეთი ფასდაუდებელი ინფორმაციის კოლექციის მქონე ადამიანი იტყვის უარს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განხორციელებაზე?! მერაბიშვილმა, სააკაშვილისგან განსხვავებით, უდრტვინველად მოიხადა პატიმრობა "ატ ზვანკა დო ზვანკა", ხოლო იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ქვეყნის მთავარი პოლიციელი იყო, შეიძინა შესანიშნავი საქმიანი კავშირები კოლეგებთან დსთ-ს ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან; მერაბიშვილის ბევრი თანამშრომელი უწინდებურად მუშაობს შსს-ს სისტემაში, მათ შორის ნიჭიერი IT-სპეციალისტები მერაბიშვილის მიერ შექმნილი სპეცგანყოფილებიდან, რომელიც ახორციელებდა ტექნიკურ თვალთვალს, კომპიუტერული ქსელების გატეხასა და ჰაკერულ შეტევებს.

   ახლა - კონკრეტულად იმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომლებმაც მთელი საქართველო გაამხიარულა. ინტერნეტში, ერთმანეთის მიყოლებით, გამოჩნდა 2021 წლის შემოდგომაზე (როდესაც სუს-ის მონაცემთა ბაზა გატეხეს), საქართველოში სააკაშვილის არალეგალურ შემოღწევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შემდგარი სატელეფონო საუბრების ორი ჩანაწერი. პირველში, ფანტომასის მსგავსი, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე მელია ვიღაცას აღშფოთებით უზიარებს ვიღაცას, თუ როგორ დაუყენა მას სააკაშვილმა მობილურით საუბრისას ულტიმატუმი - მისი "უავგუსტესი" პერსონისგან განკვეთის მუქარით აუკრძალა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა და ბოიკოტის გაგრძელება უბრძანა. მელია სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს, თუმცა სააკაშვილთან საუბრისას მას "თქვენობით" მიმართავს. საუბრიდან ისიც ირკვევა, რომ სააკაშვილს არ სურდა/ეშინოდა საქართველოში დაბრუნების, მიუხედავად მელიას წინადადებისა - შეეგროვებინა მიშასთვის სასურველი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოსვლისას მის დასახმარებლად. "ამას არ გაპატიებთ!" - ეუბნება მელია სააკაშვილს და ამით ადასტურებს ოდესღაც ძლიერი პარტიის მტრულ დაჯგუფებებად სრულ დაქსაქსვას.

   მელიას ნეგატიური დამოკიდებულება სააკაშვილის ფიგურის მიმართ ახალი არ არის, სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მელიას მიმართ ამით არ გაუარესებულა. არც მელიას არანორმატიული ლექსიკაა სააკაშვილის მიმართ ახალი - საყოველთაოდ ცნობილია, რომ მელიამ სააკაშვილს აგინა სამეგრელოში 2021 წლის ოქტომბერში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როცა მამამისი - ანზორ მელია - ზუგდიდის მერად იყრიდა კენჭს და ხმების სოლიდური რაოდენობაც მიიღო. მთავარი, რომ მელიას წყალობით სააკაშვილმა დაკარგა მხარდაჭერა სამეგრელოში, რეგიონში, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერდა ნაცმოძრაობ, სადაც 2019 წლის მაისში ადგილობრივი ხელისუფლების წინა არჩევნებზე მამამ და შვილმა მელიებმა ზუგდიდის მერის პოსტზე სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსის კანდიდატურა წარადგინეს. იმავე მიტინგზე ანზორ მელიამ საზეიმო პირობა დადო, რომ თავმოიკლავდა, თუ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა!

   ტყუილუბრალოდ როდი უხსნიდა საქართველოში ახალდაბრუნებული მეგრელი გიული ალასანიას შვილმა სიყვარულმის დედულეთს - სამეგრელოს!. შემთხვევითი როდია, რომ “ცე-რე-უ“-სააკაშვილის მომავალი მეუღლე სანდრა რულოვსი სტაჟირებაზე გაგზავნა სამეგრელოში, სადაც მან შეისწავლა ადგილობრივი კულტურა, მეგრული ენა და მეგრული ხალხური სიმღერები. მეგრელები ქართველთა გავლენიანი სუბეთნიკური ჯგუფია, რომელიც ცხოვრობს მდინარე ენგურის ორივე მხარეს - აფხაზეთთან საზღვრით მომიჯნავე სამეგრელოში, და თავად აფხაზეთშიც, სადაც მეგრელები ომამდე მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ (იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბევრი მეგრელი, საბჭოთა დროში აფხაზებისთვის არსებული შეღავათების გამო - კვოტები უმაღლესებში, სახელისუფლებო ორგანოებში და ა.შ. გრაფაში „ეროვნება“ წერდნენ „აფხაზი“). მეგრელი ლავრენტი ბერიას მიერ დაწყებული სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონის კეთილმოწყობა, კერძოდ, მელიორაცია, ჩაის მოყვანა, ციტრუსოვანი კულტურების მოყვანა, სანატორიუმ-საკურორტო დარგის შექმნა და საკავშირო დაქვემდებარების ობიექტების მშენებლობა შრომისმოყვარე მეგრელების დამსახურებაა, რომლებიც საბჭოთა საქართველოში 300 ათასს შეადგენდნენ. მეგრელი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც, სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრი ხელმძღვანელი თანამდებობა მეგრელებს ეკავათ, საკმარისია ძმები ახალაიების, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელების, მათი მამის - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს მედლით დააჯილდოვა; ძმები კოდუების, თბილისის მერი უგულავა დასახელება. მასთან, მეგრელები, რუსეთთან უშუალო სიახლოვის გამო, ყოველთვის გამოირჩეოდნენ რუსული ენის კარგი ცოდნით და რუსებისადმი ტრადიციული ლოიალობით. ღარაფერს ვამბობ გალის მცხოვრებლებზე, სახლში დაბრუნების იმედით მცხოვრებ ლტოლვილებზე, მრავალრიცხოვან შერეულ მეგრულ-აფხაზურ ოჯახებზე. ამიტომ, აფხაზებთან შერიგების პროცესი მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის კარგად ცნობილი „აფხაზი“ მეგრელების მონაწილეობითაა შესაძლებელი.

   ნიკა მელია საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკის მფლობელისა და ხელმძღვანელის, ცნობილი ექიმის, ანზორ მელიას შვილია, რომელმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა მოქალაქეებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა. ანზორ მელიამ, წარმოშობით სამეგრელოდან, დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი და რუსეთში სწავლის წლებისა და მეგობრების შესახებ ტკბილი მოგონებები შემოინახა. ნიკა მელიამ კარგი განათლება მიიღო (საქართველოს „კგბ“-ს აკადემია სპეციალობით „სამართალმცოდნე“, ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი) და მუშაობდა „კაგებე“-ს გამომძიებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტი შევარდნაძის დროს. აღიზარდა ტრადიციულ კეთილსაიმედო ქართულ ოჯახში, ამიტომ მისი „რუსოფობია“ იძულებითი და გარეგნული, შეიძლება ითქვას - მორიგე პარტიულია. გარდა ამისა, მამა-შვილ მელიას მხარს უჭერს ზემოხსენებული ახალაიების კლანი, რომელმაც შეინარჩუნა მნიშვნელოვანი გავლენა და კავშირები როგორც სამეგრელოში, ასევე აფხაზეთში (ბაჩანა ახალაია დაქორწინებულია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილ ანა ნადარეიშვილზე).

     სატელეფონო საუბრის მეორე ჩანაწერში სააკაშვილის დედა - გიჟული ალასანია უცნობ თანამოსაუბრეს მოუთხრობს, რომ უკრაინაში სწორედ იმისთვის გაფრინდა, რათა სააკაშვილი დაეყოლიებინა, არ დაბრუნებულიყო საქართველოში. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ყველა წინადადებაში ახსენებს რუსეთს. მთავარია, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ჩემი შვილის საქართველოში დაბრუნებაზე, ამბობს სააკაშვილის დედა, აქაოდა, არა მგონია, რომ რუსეთი რაიმე დამაბრკოლებელ ნაბიჯს გადადგამსო. ასევე დედიკო გიჟული ჰყვება, რომ რუსეთი ახლა გახარიას ფიგურაზე აკეთებს აქცენტს და არ იცის, რომ ამ უკანასკნელს საქართველოში ელექტორატი არ ჰყავს. ის ასევე ამბობს, რომ „რუსეთსაც არ უყვარს ბიძინა ივანიშვილი“ და მასზე კომპრომატს აწვდის ოპოზიციური ტელეკომპანია „პირველის“ ტელეწამყვანს (ამგვარად, ის ამ ტელეკომპანიას რუსეთთან საიდუმლო კავშირში ამხელს).

   გიჟური პოპულარობა გიჟული ალასანიამ შვილის საავადმყოფოში გამომწყვდევის დროს მოიპოვა, როცა თავისი სულელური რეპლიკებითა და შეუფერებელი ჩაცმულობით ამ ხანდაზმულმა ქალმა სალომე ზურაბიშვილიც კი უკან ჩამოიტოვა! სავსებით აშკარაა, რომ რუსეთიან ინფორმაციის ანალიზი მან კომპეტენტური ადამიანებისგან, მაგალითად, ღვიძლი ძმისგან, სსრკ კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკის, მეგრელი თემურ ალასანიასგან მიიღო. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არა მხოლოდ ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსკოვში მოსიარულეები სთავაზობდნენ რუსეთს თავიანთ მომსახურებას - გამოდის, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების/პოლიტიკოსების უმრავლესობა დღესაც რუსეთზეა ორიენტირებული და ფარულად სთავაზობ პლატფორმად საკუთარ თავს (პარტიას). თვით ისეთი აშკარად „რუსოფობიური პროდასავლური პარტიაც კი, როგორიც სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ - ქართული რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი! - თურმე მუდმივად ორიენტირებულია მოსკოვის რეაქციაზე, იქიდან იღებს ინფორმაციას და იქ ჰყავს თავისი მუდმივი წარმომადგენელი, „კაგებე“-ს „ყოფილი“ პოლკოვნიკის, თემურ ალასანიას სახით. და ძალიან უკმაყოფილოა, როცა მოსკოვი ფსონს სხვებზე ჩამოდის - გიჟულის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოწმობს, რომ ის ეჭვიანობს მოსკოვსა და გიორგი გახარიაზე (რომელიც ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდე წინდახედულად პოზიციონირებდა, როგორც პროევროპელი რუსოფობი).

   „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასევე შეექმნება დიალოგის გარდაუვალი საჭიროება დიდ ჩრდილოელ მეზობელთან. დღეს „ქართული ოცნება“ იმ სტადიაზეა, რომელსაც პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველა ხელმძღვანელიც ვერ ასცდა - დავარქვათ მას დასავლეთით იმედგაცრუების ნაღვლიანი ხანა“. გამსახურდიამ, შევარდნაძემ და თვით სააკაშვილმაც კი, თავიანთი პრეზიდენტობის ბოლოს, გაიარეს ეს ეტაპი და საჯაროდ დაადანაშაულეს დასავლეთი საქართველოს ღალატში. საპრეზიდენტო სავარძელში დისიდენტობისაგან ახალგადასულმა გამსახურდიამ მყისვე ამოიცნო დასავლეთში ყველაფერი ქართული ეროვნულის დათრგუნვის ჯოჯოხეთური მანქანა, რის შემდეგაც მალევე ლიკვიდირებული იქნა; შევარდნაძემ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობით, რომელიც მხარს უჭერდა "ძალიან სახიფათო მოვლენას" - სააკაშვილსა და მის პროპაგანდისტულ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რისთვისაც იგი მალევე დაამხეს და სახლში გაუშვეს (დასავლეთმა გაითვალისწინა შევარდნაძის ღვაწლი ვარშავის ორგანიზაცისს ხელშეკრულების ლიკვიდაციასა და გერმანიის გაერთიანების საქმეში და სიცოცხლე არ მოუსწრაფა); სააკაშვილმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ არ მიიღო საქართველო ნატოში ბუქარესტის სამიტზე, რაც, მისი აზრით, თავიდან ააცილებდა რუსეთის თავდასხმას საქართველოზე 4 თვის შემდეგ - 2008 წლის აგვისტოში; იმის გამო, რომ დასავლეთმა არ დაიცვა საქართველო 5-დღიანი ომის დროს - არ მოისურვა რუსეთთან ბრძოლა და დღემდე არ გამოუცხადებია რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისთვის, როგორც ეს მოგვიანებით გამოაცხადა ყირიმის ოკუპაციისთვის. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთს მაშინ ნატოში რომ მიეღო საქართველო და სათანადოდ დაესაჯა რუსეთი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციისთვის, რუსეთი შემდგომში ვერ გაბედავდა უკრაინაზე თავდასხმას და ყირიმისა და დონბასის ანექსიას.

   დღეს ქართულ ოცნებასუჭირს განშორება დასავლეთთან და ყოველდღე „გაკვირვებით აღმოაჩენს“, რომ უმადური დასავლეთი, თურმე, „თავის ნაძირალა“ სააკაშვილს ამჯობინებს და მზადაა შავი ზღვის რეგიონში საკუთარ ინტერესებსაქართველო ბოლო ქართველამდე შესწიროს - ისევე, როგორც უკრაინა და უკანასკნელები რუსეთის წინააღმდეგ ომში. „ქართულ ოცნებას“ არ სურს განეშოროს „ამერიკული ოცნების“ გულუბრყვილო რწმენას - ხან აცხადებს, რომ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები აქაოდა პენსიონერები და კერძო პირები არიან და არა ამერიკა (ვიწყდება, რომ აშშ-ში, ისევე როგორც კგბ-ში, "ყოფილები" არ არსებობენ); შემდეგ ქართული ოცნებაამბობს, რომ კონგრესმენებისა და სენატორების კოლექტიური განცხადებები არ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციად; ხოლო დღეს საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, თურმე, არ ასახიერებს ამერიკას - აქაოდა, გი არაა ის ამერიკა, რომელიც ჩვენ გვახსოვს და გვიყვარს! ამერიკა, „ქართული ოცნების“ აზრით, მიწიერი სამოთხეა, ერთგვარი აღთქმული მიწა, თუმცა, დღევანდელ ქართველ ხელმძღვანელებს უჭირთ კონკრეტულად აგვიხსნან, თუ რაში, ითი ან ვისით არის ეს გამოხატული...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 16 იანვარი
საქართველო, თბილისი