სამართალი
სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად“ გმობს დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სასტიკ თავდასხმას

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მკაცრდ“ დაგმო 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის „სასტიკი“ სარაკეტო თავდასხმა და თქვა, რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა“.

ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა“, – დაწერა დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა, მინიმუმ 35-ის პოვნა კი – ამ დრომდე ვერ ხერხდება.