აქტუალური
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს კითხვა - ეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.
„ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, - აღნიშნა ვედანტ პატელმა.