პოლიტიკა
ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 2011 წლის 20 ივნისს, ღამით, ქალაქ პეტროზავოდსკის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 44 ადამიანის დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტროზავოდსკში მომხდარ ავიაკატასტროფას 44 ადამიანის, მათ შორის, 7 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 მგზავრი გადარჩა, თუმცა ერთი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია.ავიაკომპანია „რუსეარის“ კუთვნილი „ტუ-134“, რომელიც რეისს მოსკოვიდან ასრულებდა, პეტროზავოდსკის აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. ბორტზე სულ 52 პირი იმყოფებოდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელ ვლადიმერ მარკინის განცხადებით, გამოძიება ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ადამიანურ ფაქტორს, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებსა და თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას.