საზოგადოება
საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს:
„საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივითა და ძალისხმევით, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა ცნობილი სოხუმელი ნეიროქირურგის – ნაპო მესხიას, პრეზენტაცია წიგნისა „როგორ გასხვისდა აფხაზეთი“. წიგნის ქართული ვარიანტი 2009 წელს გამოვიდა. ამჯერად მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს რუსულ ვარიანტსაც – „Kак отторгалась Абхазия“.„ჩემი წიგნი ქართულ ენაზე ბევრმა აფხაზმა წაიკითხა და მთხოვეს, ნება დამერთო, რუსულად ეთარგმნათ, მაგრამ მე მათ უარი განვუცხადე და შევპირდი, რომ თავად დავწერდი რუსულ ენაზეც. სწორედ ამან განაპირობა რუსულად ამ წიგნის დაწერა, რომელიც უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე ქართული“, – აღნიშნა ნაპო მესხიამ.
ამ შეხვედრაზე ყოველი გამომსვლელი ერთსულოვნად აღნიშნავდა, რომ წიგნი არის უბადლო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს სიმართლე“.