საზოგადოება
ტუღუშმა გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა

tuRuSiსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის 20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დააჯილდოვა ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს სახალხო დამცველისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – გამართულ კონკურსში.

გამარჯვებულნი გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა (საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – იმედა დარსალია – სტუდია „GNS“ – კვირის რეპორტაჟი; საუკეთესო რადიოპროგრამა ან სიუჟეტი – გოგა აფციაური და ეკა ქევანიშვილი – რადიო „თავისუფლება“; საუკეთესო სტატია – მანანა ტუგუნიძე – საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსი“); შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა (საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – გიორგი გვიშიანი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“; საუკეთესო რადიოპროგრამა ან სიუჟეტი – თამარ აბრამიშვილი – რადიო „იმედი“;

საუკეთესო სტატია – ლანა ბერიძე – გაზეთი „რეზონანსი“); ბავშვთა უფლებები (საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – ეკა სოსელია (ტელეკომპანია „იმედი“) და ეკატერინე ქადაგიშვილი (ტელეკომპანია „რუსთავი 2“); საუკეთესო სტატია – მარიკა ქოჩიაშვილი – ჟურნალი „ლიბერალი“).

კონკურსის მიზანი იყო ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის, სახალხო დამცველის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობდნენ 2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 მაისამდე გამოქვეყნებული ან ეთერში გასული მასალების ავტორები.