პოლიტიკა
„ქართული პარტიის“ ლიდერებმა შვეიცარიაში მომავალ გეგმებზე იმსჯელეს

okruashvili_I„ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ევროპიდან დღეს დილით დაბრუნდნენ.

„შვეიცარიაში გამართული პარტიული კონსულტაციების დროს მათ პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილსა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერ კოტე გოგელიასთან „ქართული პარტიის“ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ყრილობის ჩატარების შესახებ იმსჯელეს“, – განმარტავენ პარტიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ „ქართული პარტიის“ ოთხმა ლიდერმა პარტიის რიგები დატოვა. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად მათ პარტიის შიგნით გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა და აზრთა სხვადასხვაობის არსებობა დაასახელეს.