აქტუალური
ეროვნული ბანკი: 2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 150.5 პროცენტით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კი 174.9 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 150.5 პროცენტით გაიზარდა. მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 71.8 პროცენტი შეადგინა და წლიურად 97.9 პროცენტით მოიმატა.

აღნიშნულ თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად, რვაჯერ გაიზარდა. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ზრდას განაგრძობს და ნოემბერში წლიურად 174.9 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კრიზისამდელ დონეს აჭარბებს და 2019 წლის ნოემბერს 51.2 პროცენტით აღემატება.

მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (84.6 პპ), თურქეთიდან (28.6 პპ), უკრაინიდან (16.6 პპ) და სომხეთიდან (8.7 პპ) შემოსავლების ზრდას უკავშირდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.