საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს!
საქინფორმის ჟურნალისტური კოლექტივი ულოცავს თავის მკითხველებს, რომელ ქვეყანაშიც უნდა იმყოფებოდნენ ისინი, და ჰპირდება, რომ 2023 წელი ყველა კეთილი ნების ადამიანისათვის გარდამტეხი იქნება - ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი მორიგი პროგნოზია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხდება ხოლმე. ამიტომ - შორს ჩვენგან ეჭვები, სიხარული უკვე ახლოსაა, ხოლო ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩება!
ღმერთი არ მოაკლებს საქართველოს თავის მფარველობას. დაე, უფლის მადლი მოგვეცეს ყოველ ჩვენგანს! ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, რომელშიც ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და საქინფორმი გპირდებათ, რომ თქვენთან ისევე გულწრფელი იქნება, როგორც 12 წელი იყო!
მკითხველთა საყურადღებოდ: საქინფორმი მუშაობას 3 იანვარს განაგრძობს.