რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს დენაციფიკაცია უკრაინაზე არანაკლებ სჭირდება

   იმ კითხვებით, რომლებსაც ჟურნალისტები ბოლო ორი დღის განმავლობაში მისვამდნენ, ირკვევა, რომ სააკაშვილმა მაინც მოახერხა უცხოეთის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ამიტომ მინდა განვმარტო შემდეგი:

   ჯერ ერთი, სააკაშვილმა წონაში დაიკლო არა ავადმყოფობის ან შიმშილობის გამო, არამედ კუჭის დაპატარავების ოპერაციის (რეზექციის) მიზეზით, რადგან მისი ჩამოშვებული მუცელი ლიზა იასკოს არ მოსწონდა. ასე რომ, სააკაშვილი გემრიელ ქართულ კერძებს მადიანად მიირთმევს (რასაც პალატის კამერების ვიდეოც მოწმობს) და ინარჩუნებს ფიგურას, არცთუ უსაფუძვლოდ მალე გათავისუფლების იმედით (პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ შეწყალებით).

რაც შეეხება „მძიმე ლითონის მოწამვლას პუტინის ბრძანებით“ და „სამკურნალოდ საზღვარგარეთ სასწრაფოდ გაგზავნას“ - სააკაშვილი ზუსტად იმეორებს კომედიას, რომელიც მან ითამაშა 2017 წლის დეკემბერში კიევში დაკავებისას, კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ. აი, რას წერდა ამის შესახებ მაშინ საქინფორმი: საგამოძიებო იზოლატორში მოთავსების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა და ექიმებს ახლოს არ იკარებს. „მათ ჩემი მოწამვლა უნდათ ან პოლონიუმით, როგორ ლიტვინენკოსი და პატარკაციშვილის, ანდა კალიუმის ციანიდით, როგორც ილია მეორის მოწამვლა სურდათ!“ - განუცხადა მან თავის ადვოკატს და ექიმი დოტის გამოძახება მოითხოვა. „მხოლოდ ექიმი დოტი მინდა!“ - აცხადებს სააკაშვილი, - ექიმი დოტი გადამარჩენს!“. საქინფორმს ეჭვი ეპარება, რომ ექიმი დოტი მიშას კიევის იზოლატორში ჩაუსწრებს, როგორც ჩანს, მას დახმარებას უკვე თბილისში, გლდანის №8 დაწესებულებაში აღმოუჩენენ, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს განთქმული იყო თავისი სპეციალისტებით, განსაკუთრებით - პროქტოლოგიის დარგში“.

   მაგრამ თუნდაც ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი მართლაც მოწამლულია (სააკაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქართველ ექსპერტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს), მაშინ ეს მისი ორი ათასი მიმდევრის ერთ-ერთის ნამოქმედარია, რომელიც მას საავადმყოფოებში ესტუმრა, როგორც პილიგრიმი მოილოცავს მექას. ჩემი მოსაზრებით, რომ ეს ჩაიდინეს ყოველდღიური ვიზიტორების ვიწრო წრიდან ყველაზე ახლობელებმა (დედა, ადვოკატი, მეგობარი, პირადი ექიმი), მაგალითად, ეკა ხერხეულიძე. პატარკაციშვილიც ასევე მოწამლა არაუცხო ქართველმა, რომელსაც მან ხელი ჩამოართვა...

   ზემოთქმულიდან გამომდინარეობს დასკვნა: საქართველოს, უკრაინაზე არანაკლებ, სჭირდება დენაციფიკაცია, ანუ გათავისუფლება ნეონაცისტებისაგან - ნაცებგან, როგორც უწოდებენ სააკაშვილის პარტია ნაცმოძრაობისაქტივისტებს საქართველოში. და ასევე - მათი ადეპტებისგან, როგორიცაა, მაგალითად, სააკაშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, მჟამად - საქართველოს პრეზიდენტი რასისტი და ქსენოფობი ზურაბიშვილი. ამ ჯგუფებს, რომლებიც ასობით ფანატიკოსებს ითვლის საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ნაკლებად ანაღვლებს სააკაშვილის ჯანმრთელობა, ესაა ჩამოყალიბებული ნაცისტური მოძრაობა, რომელსაც სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება! და რაც შეიძლება მალე, რადგან მათი დასავლელი ბატონები პანიკაში არიან - საქართველო ხომ სადაცაა გადაჭრის თავის პრობლემებს რუსეთთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დასავლელ კურატორებს ხელს დაუქნევს.

   ამიტომ, საქართველოში, როგორც უკრაინაში, ომი რომ არ დაიწყოს, დენაციფიკაციისთვის მთელი რიგი ღონისძიებებია ჩასატარებელი, უპირველეს ყოვლისა - ნაცისტური პარტია „ნაცმოძრაობის“ აკრძლავა/რეგისტრაციის გაუქმება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადადგომა/იმპიჩმენტი.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 29 დეკემბერი
საქართველო, თბილისი