აქტუალური
საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროში 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩი და ასევე აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ელჩის ინფორმაციით, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ელჩების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს შევხვდით. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.