პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას: მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

კერძოდ, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, ეს არის მთავარი შეკითხვა და როგორ უპასუხებთ ამას?“

სალომე ზურაბიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ბრიფინგის გამართვამდე, სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.