პუბლიკაციები
სააკაშვილის შეწყალებაზე ხელმოწერით ზურაბიშვილი ხელს მოაწერს საკუთარ განაჩენს და საქართველო ორი ჭირიდან ერთბაშად განთავისუფლდება - საქინფორმი

   თბილისში პოლიტიკური ვნებები მძვინვარებს, მიუხედავად დამდეგი შობა-ახალი წლისა, ცივი ზამთრის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის უწყვეტი პროტესტის გამო ქუჩებში თითქოს ცხელა! დასამალი არაფერია - ეს არის საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მორიგი და, ალბათ, ბოლო მცდელობა - ბოლო წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაშიც, როგორც რამდენიმე წინა ("გავრილოვის ღამე", "გახარიას დილა" და ა.შ.). რევოლუციის ტარზე დროშის ნაცვლად „მომაკვდავი“ სააკაშვილია, რომელმაც - როგორ არ უნდა ითქვას! - წონაში დაიკლო არა შიმშილობით, არამედ მუცლის დაპარავების ოპერაციის გამო, რათა მოეხიბლა თავისი ფიგურით ლიზავეტა იასკო (რომელმაც უკვე დაივიწყა ქართველი HERO-საყვარელი). ასე რომ, ცნობილი დასავლური გაზეთები, რომლებიც აქვეყნებენ დედა გიჟულის მიერ შეკვეთილ სტატიებს "მომაკვდავი საქართველოს მესამე პრეზიდენტის - დემოკრატიის შუქურის" შესახებ (თითოეული დაახლოებით 10 ათასი დოლარის ღირებულების), ტყუილად ღვრიან "ნიანგის ცრემლებს" - მათი არავის სჯერა. კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს სააკაშვილის მხარდამჭერი ევროდეპუტატების სხვადასხვა ფლეშმობი - ასტრონომიული ქრთამების გამო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ევა კაისის დაპატიმრების შემდეგ საქართველო და მსოფლიო შოკირებულია - ევროკავშირის მმართველი სტრუქტურა უსირცხვილო კორუფციონერების კრიმინალური თავყრილობა აღმოჩნდა! მათ ტოლს არ უდებს საქართველოში ბევრი დასავლელი ელჩი, თუმცა მხოლოდ ივანიშვილმა გაბედა 2012 წელს პირველს ეთქვა, რომ ისინი სააკაშვილისგან მიზნობრივ ქრთამს იღებენ.

   მაგრამ "პუტინის პირადი პატიმრის" გათავისუფლება მთელი ამ "მალინისთვის" მხოლოდ კარგი ფულის შოვნის შესაძლებლობა როდია. რადი-კალური ოპოზიცია, უფრო სწორად, სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შედარებით ახალი სახეები (ძველებს დაღის დასასმელი ადგილიც არ დარჩათ!), დასავლეთი ლობისტების - ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის, ვადაგასული ამერიკელი კონგრესმენების/სენატორების და დიპლომატების მძლავრი ფინანსური და იდეოლოგიური მხარდამჭერით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისა და კიევის ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელების არანაკლები მხარში დგომით, საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას და უკრაინის ომის არეალში მის ჩათრევას ცდილობენ! აამოქმედეს უძველესი სცენარიც კი - "მედიჩის საგვარეულო საწამლავი" - დიოქსინი იუშჩენკოსთვის, პოლონიუმი ლიტვინენკოსთვის, "ნოვიჩოკი" სკრიპალისა და პატარკაციშვილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუშაობს ცვლადი წარმატებით, ანუ არ კლავს 100% ალბათობით. საქართველოს პატრიარქის ილია მეორის კალიუმის ციანიდით მოწამვლა ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ სააკაშვილი, აქაოდა, მძიმე ლითონებით - ვერცხლისწყლით, ბისმუტითა და დარიშხანით - პუტინის დავალებით მოწამლესო! თუმცა მაშა არ ენდობა - არ სურს ანალიზის ჩაბარება - მის მიერვე შექმნილ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის. (ამავე დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის სახელს რომ ატარებს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჟვანიას „იდუმალი“ გარდაცვალების შემდეგ უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. მაშინ სააკაშვილის ზეწოლის ქვეშ, რომელმაც ჟვანია საფერფლეთი მოკლა, ხომ ცრუ ექსპერტიზის აქტს მოწერხელი ზურას ნახშირორჟანგით მოწამვლის თაობაზე, თუმცა FBI-ის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გაზი იმ კორპუსსა და ქუჩაზე იმ დღეს საერთოდ გამორთული იყო! თუმცა, უტიფარი, როგორც ფაიფურის ბულდოგი ბუხარზე, სააკაშვილი დღეს მის საქმეში სწორედ FBI-ის ექსპერტიზის ჩართვას მოითხოვს...).

   რადი-კალური ოპოზიციის ხელში კიდევ ერთი კოზირია - "ფრანცუჟანკა", პრეზიდენტი-აგენტი ზურაბიშვილი, ქართველი მენშევიკების შთამომავალი, ბოროტი და შურისმაძიებელი ემიგრანტ-რეპატრიანტი! დიახ, მან თქვა, რომ არ შეიწყალებდა სააკაშვილს „არა და არასდროს“, მაგრამ ამით მხოლოდ სამაგიეროს მიზღვევა სურდა იმისთვის, რომ მიშა ხელს არ ართმევდა (სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობისას, ზურაბიშვილი და დედამისი საფრანგეთიდან ეგზოტიკური ნივთივით გამოიწერ, ფული მისცა და მეორე - საქართველოს მოქალაქეობაც უბოძა ფრანგულთან ერთად, და ასევე, დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, თუმცა სალომემ მას უღალატა და გადავიდა სააკაშვილით უკმაყოფილოთა ბანაკში - ბურჯანაძე - გრეჩიხების კომპანიაში). ასე შეიცვალა დროება - ახლა სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლე მისი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილის ხელშია. დღეს, როცა მისი ბატონები დასავლეთში ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას - „რადგან ასე ევროპულად იქნება და ამის გარეშე საქართველოს გზა ევროპისკენ სამუდამოდ გადაეკეტება“, ზურაბიშვილი უკვე კალმისკენ იწევს... ამაში მას მხარს უჭერს მისი ახალი სიმპათია - ყოფილი პრემიერი გახარია, რომელიც უწინ ნაცებს ასევე უარს ეუბნებოდა - მე თქვენ დაგასრულებთო! შემდეგ კი მათ მხარეს გადავიდა და პოლიტიკური კარიერა ვადაზე ადრე დაასრულა. დღეს თვალთხარა გლახარია ვაშინგტონიდან გადმოგდებულ ნამცეცებით იკვებება...

   ახლა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ყოფილი პრემიერის მცდარ გზას მიჰყვება. რა თქმა უნდა, სააკაშვილის შეწყალებით ზურაბიშვილი ხელის ერთი მოსმით სამაგიეროს მიუზღავს ყველას ყველაფრისთვის - მისთვის საძულველ ქართველ ხალხსაც, რომელიც/რომელსაც აშკარად ეზიზღება, და ბიძინა ივანიშვილსაც, რომელმაც მეორე ტურში მას სავარძელი და პრეზიდენტის სასახლე უყიდა, რადგან პირველ ტურში ის სამარცხვინოდ დამარცხდა! საკამათო როდია, რომ კორუმპირებული ზურაბიშვილი, რომელიც მკვლელების შეწყალებაშიც კი ქრთამს იღებს, სააკაშვილისგან მადლიერების ნიშნად საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს. მაგრამ ზურაბიშვილი არ ითვალისწინებს ერთ "წვრილმანს" - ქართველ ხალხს, რადგან სააკაშვილის შეწყალებაზე ხელმოწერით ის ხელს აწერს საკუთარი, როგორც პოლიტიკოსის, სასიკვდილო განაჩენს. პრეზიდენტის სასახლესთან და მის სახლთან თბილისელები და არა მარტო თბილისელები შეიკრიბებიან - ერთი სიტყვით, არ მისცემენ მოსვენებას და ამოსუნთქვის საშუალებას, სანამ თავად არ გადადგება ვადის ამოწურვამდე! საქართველოს არ სურს პრეზიდენტად/უმაღლეს მთავარსარდლად მისი ხილვა კიდევ ორი ​​წლის განმავლობაში, და ამიტომ, იქნებ, კარგიცაა, თუ შეიწყალებს - საქართველო ორი ჭირიდან ერთბაშად განთავისუფლდება!

საქინფორმი

2022 წლის 27 დეკემბერი
საქართველო, თბილისი